კარდიოქირურგიულ განყოფილებაში ხორციელდება შემდეგი დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა:

სარქვლის პლასტიკა: ანულოპლასტიკა, კარედების პლასტიკა, ხელოვნური ქორდები,

  • მიტრალური
  • აორტალური
  • სამკარედიანი სარქველი

სარქვლის პროტეზირება:
ერთი ან ორი სარქვლის (მექანიკური, ბიოლოგიური) პროტეზირება.

კორონარული შუნტირება:
ხელოვნური სისხლის მიმოქცევის პირობებში ან - მომუშავე გულზე.
კორონარული შუნტირება შესაძლებელია იზოლირებულად ან სარქვლის პროტეზირებასთან (პლასტიკასთან) ერთად.

სხვა პროცედურები:

  • ანევრიზმის რეზექცია/პლიკაცია
  • პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტის აღდგენა
  • აღმავალი აორტის პლასტიკა/პროტეზირება
  • აორტის რკალის პროტეზირება
  • გულის სიმსივნის (მიქსომა) ამოკვეთა
  • პერიკარდიოტომია
  • გულის სხვადასხვა ტრამვები

ბენტალის პროცედურა: აორტალური სარქვლის, აღმავალი აორტის და აორტის სარქვლის პროტეზირება.

იაკუბის პროცედურა: აღმავალი აორტის პროტეზირება.

გულის თანდაყოლილი პათოლოგიების ოპერაციები:

  • ბოტალის სადინარი
  • აორტის კოარქტაცია
  • წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტი
  • პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტი

მინიინვაზიური ჩარევა - მინითორაკოტომია - ინოვაციური მეთოდიკა - პირველად საქართველოში, მხოლოდ ჩაფიძის ცენტრში!


2012 წლიდან ჩატარებულია 70-ზე მეტი ოპერაცია შემდეგი ქირურგიული ჩვენებების დროს

  • პროტეზირება და სარქვლის რეკონსტრუქცია-პლასტიკა (ცალკ-ცალკე ან ერთად) მიტრალურ და ტრიკუსპიდალურ სარქვლებზე
  • გულის სიმსივნეების ამოკვეთა წინაგულოვანი მდებარეობის დროს
  • თანდაყოლილი მანკის - წინაგულთაშორის ძგიდის დეფექტის პლასტიკა.

 მეთოდის უფრო დეტალური აღწერა [204,17 Kb]