პიტერ ტოლენარი

"აკად. გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის“ კონსულტანტი გულ-სისხლძარღვთა ქირურგიაში.

1965 - დაამთავრა გენტის უნივერსიტეტის (ბელგია) სამედიცინო ფაკულტეტი.

1965-1973 - გაიარა წვრთნა ზოგად და სისხლძარღვოვან ქირურგიაში (სიტარდი, ნიდერლანდები; ანტვერპენი, ბელგია).  

1973-1978 - წვრთნა გულ-სისხლძარღვთა ქირურგიაში (ჟენევის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი, შვეიცარია).

1978-2004 - გულ-სისხლძარღვთა ქირურგი ბად-კროცინგენის გულის ცენტრში (გერმანია). 1990-2004 - ბად კროცინგენის გულის ცენტრის ქირურგიული განყოფილების გამგე (დრ. ე. ეშენბრუხთან ერთად). 

2004-დღემდე: ჩაფიძის გულის ცენტრის კონსულტანტი გულ-სისხლძარღვთა ქირურგიაში.