ინტერვენციული კარდიოლოგია
1997 წელს ცენტრის ბაზაზე ფუნქციონირება დაიწყო თანამედროვე ანგიოკარდიოგრაფიული დანადგარით აღჭურვილმა გულსისხლძარღვთა კათეტერიზაციის ლაბორატორიამ, რომელშიაც საქართველოში პირველად ჩატარდა პოლიპროექციული კორონაროგრაფია (1997) და კორონარული არტერიების ბალონური დილატაცია და სტენტირება (1998). 1999 წელს გერმანული პარტნიორი ორგანიზაციის - ბად-კროცინგენის გულის ცენტრიდან განხორციელდა ინტერვენციული კარდიოლოგიის განყოფილების პროფესორის ბატონ ბიუტნერის ვიზიტი საქართველოში და ჩაფიძის ცენტრის ადგილობრივ ექიმებთან ერთად პირველი 12 პერკუტანული კორონარული ინტერვენცია (PCI).
2009 წელს ცენტრში ამოქმედდა უახლესი მოდელის სტაციონარული ანგიოკარდიოგრაფიული დანადგარით /ALLURA X per FD 10/PHILIPS/ აღჭურვილი გულსისხლძარღვთა კათეტერიზაციის მეორე ლაბორატორია, რომელიც იძლევა გულისა და სისხლძარღვების უმაღლესი ხარისხის რენტგენგამოსახულების (კორონაროგრამა, ვენტრიკულოგრამა) მიღების საშუალებას, რაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს წინაპირობაა იმისა, რომ პაციენტებისათვის ინვაზიური და ინტერვენციული პროცედურები ჩატარდეს თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების დონეზე.
2009 წ აღნიშნული ლაბორატორიების ბაზაზე შეიქმნა კარდიოვასკულარული ინტერვენციების განყოფილება. აღნიშნულ განყოფილებაში დღეისათვის ჩატარებულია 13000-ზე მეტი კორონაროგრაფია და 4000-მდე კორონარული ინტერვენცია (სტენტირება).
აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ინტერვენციული მედიცინის დეპარტამენტის უფროსი
- საქართველოში პირველი კორონაროგრაფია (1997 წ)
- საქართველოში პირველი კორონარული სტენტირება (1998)
- ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახ. უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის შინაგან სნეულებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი
- საქართველოს კარდიოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი
- საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის წევრი
- ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების წევრი