სისხლძარღვთა ქირურგია

 სისხლძარღვთა დაავადებების - ანგიოლოგიის - მიმართულებით ჩაფიძის გულის ცენტრში ხორციელდება შემდეგი დიაგნოსტიკური და სამკურნალო პროცედურები:

დიაგნოსტიკური პროცედურები:

  • მხარ-გოჯის ინდექსის განსაზღვრა;
  • ფოტოპლეტიზმოგრაფია;
  • მაგისტრალური არტერიებისა და ვენების დუპლექს-სონოგრაფია;
  • პერიფერიული არტერიებისა და ვენების რენტგენოკონტრასტული კვლევა.

სამკურნალო ჩარევები:

  • რეკონსტრუქციული ოპერაციები  აორტასა და მის ტოტებზე (მათ შორის - ანევრიზმის ლიკვიდაცია და პროთეზირება);
  •   საძილე არტერიიდან ენდარტერექტომია ინსულტის პრევენციის მიზნით;
  • პერიფერიულ არტერიებზე რეკონსტრუქციული ოპერაციები მაობლიტირებელი დაავადებების დროს;
  • "დიაბეტური ტერფის“ კომპლექსური მკურნალობა;
  • ვენური და ლიმფური სისტემების დაავადებების კონსერვატულიდა ქირურგიული მკურნალობა;
  • პერიფერიულ სისხლძარღვთა დაავადებების ენდოვასკულური მკურნალობა (ბალონირება, სტენტირება, ემბოლიზაცია)

სამსახურის ხელმძღვანელია ცენტრის სამედიცინო დირექტორი, პროფესორი ზაზა ლაზარაშვილი.