რეაბილიტაცია

კარდიული რეაბილიტაციის I ფაზა (ჰოსპიტალურია და ტარდება ჰოსპიტალიზაციის მთელი პერიოდის განმავლობაში)

  • სტაბილური მიოკარდიუმის ინფარქტი;
  • ყველა კარდიოქირურგიული ოპერაცია (სტერნოტომია, მინიინვაზიური ოპერაციები);
  • გულის უკმარისობა.

 კარდიორეაბილიტაციის I – ჰოსპიტალური - ფაზა  გულისხმობს  იმობილიზებული და დეკონდიცირებული პაციენტის მობილიზაციას, მის ფიზიკურ აქტივაციასა და ადაპტაციას კომპლექსური ფიზიოთერაპიული პროცედურების საშუალებით სპეციალურად შედგენილი ინდივიდუალური პროგრამების მიხედვით.

                                                                                               რეაბილიტაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნონა დოლიძე

კარდიული რეაბილიტაციის  II - ამბულატორიული - ფაზა (იწყება პაციენტის ჰოსპიტლიდან გაწერის შემდეგ 2-6 კვირაში და გრძელდება 8-12 კვირის განმავლობაში) - 

  • კორონარული შუნტირების ოპერაცია;
  • სარქვლების პროთეზირება და სხვა კარდიოქირურგიული ოპერაციები;
  • კორონარული სტენტირება;
  • სტაბილური სტენოკარდია;
  • პეისმეიკერისა და დეფიბრილატორის იმპლანტაცია;
  • სტაბილური გულის უკმარისობა.

კარდიული რეაბილიტაციის  III ფაზა (ამბულატორიულია, იწყება II ფაზიდან მინიმუმ 6 თვეში და გრძელდება წლების განმავლობაში, იდეალურად პაციენტის მთელი ცხოვრების მანძილზე). 

                                                                                                        რეაბილიტოლოგი შოთა ბზარაშვილი

კარდიორეაბილიტაციის II და III – ამბულატორიული ფაზა, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს ველოერგოტრენაჟორზე დოზირებულ და რეგლამენტირებულ ტრენინგებს სპეციალური ინდივიდუალურად შედგენილი პროგრამების მიხედვით კარდიოლოგის მკაცრი ზედამხედველობით, რომლის პარალელურად ტარდება აერობული, რეზისტენტული, სტატიკური,  დინამიკური ვარჯიშები და მასაჟები.