ადმინისტრაცია


აღმასრულებელი დირექტორი - რევაზ ჯორბენაძე


დაიბადა 1975 წელს, თბილისში. მედიცინის აკადემიური დოქტორი, აკად. ი. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი.


განათლება, კვალიფიკაცია, საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობა:


1999 - დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი.1998 - სტაჟირება ემორის უნივერსიტეტი, გრეიდის მემორიალური ჰოსპიტალი. შინაგანი მედიცინა, რადიოლოგია, გადაუდებელი მედიცინა. ინტერნი (ატლანტა, აშშ), 1999-2002 – რეზიდენტურის კურსი (სპეციალობა - ”რადიოლოგია”).

2001 - ტრენინგები ქ.გრაცის (ავსტრია) საუნივერსიტეტო კლინიკაში რენტგენ-დიაგნოსტიკის საკითხებზე და ბიზნეს-მენეჯმენტის საკითხებზე (ქ. ზოეტერმეერი, ჰოლანდია).

2001-2003 - ტრენინგების ციკლი ჯანდაცვის მენეჯმენტში (სკრენტონის უნივერსიტეტი, სკრენტონი, აშშ, ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტი, თბილისი).

2003 – ჯანდაცვის ტოპ-მენეჯმენტის კურსი - "ორგანიზაციის ხელმძღვანელობა და მართვა ჯანდაცვის ტოპ-მენეჯერებისათვის საქართველოში" (სკრენტონის უნივერსიტეტი, ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტი, უსგ ცენტრი) და ჯანდაცვის ეკონომიკის საფუძვლების უსგ კურსი.

2003-2005 - შვედეთის ჯანდაცვის სამინისტროსა და ლუნდის უნივერსიტეტის ერთობლივი ჰოსპიტალური მენეჯმენტის საწვრთნელი პროგრამის მონაწილე.

2008  – დაავადებათა კონტროლის ცენტრი (CDC), ემორის უნივერსიტეტი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლა - საზოგადოებრივი ჯანდაცვის მენეჯმენტის კურსი, ატლანტა, ჯორჯია, აშშ.


შრომითი საქმიანობა


1999-2003 წწ – "ტოშიბა მედიქალ სისტემს“-ის გენერალური მენეჯერი საქართველოში.
2003-2007 წწ –  ო.ღუდუშაურის სახ. ეროვნული სამედიცინო ცენტრი. სამედიცინო პროგრამების მართვის დირექტორი.
2007-2011 წწ –  შ.პ.ს. "ივერმედი"-ის პროექტების მენეჯერი.


პუბლიკაციები:


12 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის მონოგრაფია: "კიბოს პრევენცია და ადრეული აღმოჩენა" (2006).


საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: +99532 2 402 301
E-mail: Revaz.Jorbenadze@ecc.ge

 

  

სამედიცინო დირექტორი - ზაზა ლაზარაშვილი


დაიბადა 1965 წელს თბილისში. მედიცინის აკადემიური დოქტორი.


1998-1999წწ -  ანგიოლოგიისა და სისხლძარღვთა ქირურგიის  ცენტრის ექიმი- ანგიოქირურგი;

1999 წ. -ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის სისხლძარღვთა ქირურგიის განყოფილების გამგე.

2001-2004 წწ - თსსუ ქირურგიულ სნეულებათა #1 კათედრაზე მიწვეული პროფესორი.

2011 წლიდან - შ.პ.ს. "გ. ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის“ სამედიცინო დირექტორი.


საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: +99532 2 402 301
E-mail: Zaza.Lazarashvili@ecc.ge

მთავარი ექთანი  - ქეთევან გარსევანიშვილი:


წარჩინებით დაამთავრა თბილისის მე–3 სამედიცინო სასწავლებელი.


შრომითი საქმიანობა

1983–1997 წწ. – თბილისის მე–5 სამშობიარო სახლი. ექთანი-ანესთეზისტი. 1997-2001 წწ. – ჯანდაცვის მართვის ნაციონალური ცენტრი. საექთნო საქმის რეფორმის და რეორგანიზაციის სამსახურის უფროსი. 2001–2003 წწ. – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის დასოციალური დაცვის სამინისტრო. ჯანდაცვის პოლიტიკის დეპარტამენტი. საექთნო საქმის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი. 2003-2012 წწ . –  ო. ღუდუშაურის სახ. ეროვნული სამედიცინო ცენტრი, მთავარი ექთანი. 2010 წ.– დღემდე საქართველოს  საექთნო ასოციაციის დამფუძნებელი  და პრეზიდენტი. 2013 წლიდან - ჩაფიძის გულის ცენტრის მთავარი ექთანი.


კვალიფიკაციასაერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობა:


სტაჟირებები და ტრენინგები ემორის უნივერსიტეტში, გრეიდის მემორიალურ ჰოსპიტალში (ატლანტა, ჯორჯიის შტატი, აშშ) “ლიდერობის საერთაშორისო ინსტიტუტში, ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი, აშშ),  მალმოს და ლუნდის კლინიკებში (შვედეთი), დანიის ჯანდაცვის სამინისტროში და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში (SIDA-ს საწვრთნელი პროგრამის მონაწილე).


პუბლიკაციები:


4 წიგნის თანაავტორი: საექთნო ბიბლიოთეკა: "ავადმყოფის მოვლის საფუძვლები“ – 2 წიგნი.  "ინფექციის კონტროლის საკითხები ექთნებისათვის", "საექთნო ფარმაკოლოგია“


ჯილდოები:  


საუკეთესო მედიცინის მუშაკის წოდება. ზაზა ფანასკერტელის სახ. მედალი. თბილისი. (2000 წ.). ექთანთა საერთაშორისო სამეცნიერო კვლევის საპატიო ორგანიზაციის Sigma Theta Tau–ს წევრი.

საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: +99532 2 402 301
E-mail: nurses.georgia@yahoo.com