პრევენცია

 სერვისები:


პაციენტებისათვის ჯანმრთელობის შენარჩუნების, სიკდილობისა და დაავადების განმეორებითი შემთხვევების თავიდან აცილების, ცხოვრების ხარისხის,  ფუნქციური უნარის გაუმჯობესებისა და უმოკლეს ვადაში პაციენტების ფსიქოსოციალური და პროფესიულ-სოციალური ადაპტაციის მიზნით მეორეული პრევენცია და კარდიული რეაბილიტაცია უტარდება შემდეგი კატეგორიის პაციენტებს:

მეორეული პრევენცია 

  • კორონარული შუნტირების ოპერაციის  შემდეგ;
  • კორონარული სტენტირების შემდეგ;
  • გულის კორონარული დაავადების შემთხვევაში მიოკარდიუმის რევასკულარიზაციის გარეშე;
  • სარქვლების პროთეზირება-პლასტიკისა და სხვა კარდიოქირურგიული ოპერაციების  შემდეგ.

კორონარული არტერიების დაავადებით პაციენტთა მკურნალობის სქემაში მეორეული პრევენციისა და კარდიული რეაბილიტაციის  ჩართვა ნაჩვენებია მსოფლიოს  სამი ყველაზე ავტორიტეტული კარდიოლოგიური ორგანიზაციის – ამერიკის გულის ასოციაციის, ამერიკის კარდიოლოგიური კოლეჯისა და ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების მიერ  ყველაზე მაღალი –  I კლასისა და  A დონის რეკომენდაციის მიხედვით. დღესდღეობით ჩვენს ქვეყანაში აკად. გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიოური ცენტრი ერთადერთია,სადაც აღნიშნული სერვისი დანერგილია და წარმატებით ფუნქციონირებს.

მეორადი პრევენციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი:
სოფიო ცხვედაძე