ქველმოქმედება
ასლანიშვილების ათსულიანი ოჯახი ავჭალის დასახლებაში ცხოვრობენ.
შვიდი ბიჭი და ერთი გოგო, რომლებსაც ყველაზე მეტად, ერთმანეთი ეიმედებათ.
იციან, რომ შრომით და მონდომებით, ცხოვრებაში ბევრს მიაღწევენ.ახალ, 2019 წელს აქვთ საერთო და ინდივიდუალური სურვილები.
ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი, სწორედ ასლანიშვილების ოჯახის "საიდუმლო სანტა" გახლდით.
აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს საქველმოქმედო ღონისძიებების რამდენიმე მიმართულება აქვს, რომელთა მიზანი საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვაა. უკვე მრავალი წელია პერმამენტულად მიმდინარეობს და ცენტრის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო სერვისად ჩამოყალიბდა საქველმოქმედო აქცია "ჩაფიძის გულის ცენტრი თქვენი გულისთვის“, რომელიც გულისხმობს ცენტრის სამედიცინო გუნდის მოგზაურობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და ადგილობრივი მოსახლეობისთვის კარდიოლოგიური სერვისის სრულიად უფასოდ მიწოდებას. სამედიცინო გუნდის წევრები არიან: კარდიოლოგები, ექოსკოპისტები, ექთნები და დამხმარე პერსონალი. თანამედროვე კომპაქტური აპარატურისა და პროფესიონალ ექიმთა გუნდის წყალობით მოსახლეობა ადგილზე მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისით და მომსახურებით სარგებლობს. ძირითადი სერვისებია: ექოკარდიოგრაფია, ელექტროკარდიოგრაფია და კარდიოლოგის კონსულტაცია. ხშირად სამედიცინო გუდნთან ერთად იმყოფება კარდიოქირურგი, დერმატოლოგი, ნევროლოგი ან ენდოკრინოლოგი. ცენტრი თანამშრომლობს "რეგიონულ ჯანდაცვის ცენტრთან", რომელიც ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან ერთად უზრუნველყოფს შეხვედრების ორგანიზებასა და მოსახლეობის მობილიზებას. უკანასკნელი წლების განმავლობაში ამ საქველმოქმედო აქციამ მოიცვა თითქმის მთელი საქართველო და სამედიცინო გუნდიც უკვე არაერთხელ იმყოფებოდა ერთ რეგიონში, თუმცა "ჩაფიძის გულის ცენტრი თქვენი გულისთვის" გაგრძელდება კიდევ უფრო პერმამენტულად და მრავალფუნქციურად.
"ჩაფიძის გულის ცენტრი თქვენი გულისთვის" საყოველთაო საქველმოქმედო აქციაა და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ჩვენი მობილური სამედიცინო გუნდის სერვისით ისარგებლოს. თუმცა პერსონალური ყურადღება ეთმობა მიზნობრივ ჯგუფებს, სოციალურად დაუცველებს, სამხედრო ვეტერანებსა და იძულებით გადაადგილებულ პირებს.
მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ადგილზე კარდიოლოგიური პრობლემების დიაგნოსტირება და მკურნალობა მთავარი ხაზია აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის საქველმოქმედო ღონისძიებებისა, თუმცა დაავადების პრევენცისთვის, არანაკლებ მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი მხარში უდგას ქართულ სპორტს, რაც შეჯიბრებების მოწყობას, ვეტერანი და აქტიური სპორტსმენების სამედიცინო შემოწმებას და წახალისებას გულისხმობს.