ამბულატორიულ  დეპარტამენტს მომართავენ გულის მხრივ პირველადაღმოცენებული ჩივილებით ან - ქრონიკული კარდიოლოგიური დაავადებებით შეპყრობილი პაციენტები. ასევე, - პროფილაქტიკური გასინჯვებისათვის და  საკონსულტაციო მიზნით.

ამბულატორულად ხორციელდება შემდეგი სახის მომსახურება:


1. მაღალკვალიფიციური სპეციალისტების კონსულტაციები:

  • კარდიოლოგია
  • ბავშვთა კარდიოლოგია
  • კარდიოქირურგია
  • ინტერვენციული კარდიოლოგია
  • რითმოლოგია
  • სისხლძარღვთა ქირურგია
  • ენდოკრინოლოგია
  • გასტროენტეროლოგია
  • თერაპია
  • ნევროლოგია
  • ალერგოლოგია
  • რევმატოლოგია

 2. დიაგნოსტიკური კვლევები უახლეს, მაღალი კლასის აპარატურაზე:

  • ელექტროკარდიოგრაფია კომპიუტერული ანალიზით
  • დატვირთვით (სტრეს) - ელექტროკარდიოგრაფია (ველოერგომეტრია, ტრედმილტესტი),
  • 24- და 48-საათიანი ეკგ მონიტორირება (ჰოლტერი)
  • არტერიული წნევის 24 და 48 - საათიანი მონიტორირება
  • სპირომეტრია
  • მხარ-გოჯის ინდექსის კვლევა
  • ექოკარდიოსკოპია
  • სტრეს-ექოკარდიოსკოპია
  • ტრანსეზოფაგური ექოკარდიოსკოპია
  • ექოაბდომინოსკოპია
  • ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია
  • პერიფერიული სისხლძარღვების დუპლექს-სკანირება
  • ლაბორატორიული კვლევების ფართო სპექტრი (იხ. ლაბორატორია)

 

ენდოკრინოლოგია, კარდიომეტაბოლური მიმართულებები  და დიაბეტოლოგია

ცენტრის  ამბულატორიულ  დეპარტამენტში  ხდება  შემდეგი  ენდოკრინული დაავადებების იაგნოსტიკა დამკურნალობა:

  • შაქრიანი დიაბეტი და მისი გართულებები
  • სიმსუქნე
  • ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები (ჰიპოთირეოზი, თირეოტოქსიკოზი, კვანძოვანი ჩიყვი)
  • ენდოკრინული დაავადებებით გამოწვეული არტერიული ჰიპერტენზია
  • ქალის სასქესო სფეროს დარღვევები (ჭარბთმიანობა, მენსტრუალური ციკლის დარღვევები)
  • თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებები (კუშინგის სინდრომი, ფეოქრომოციტომა)
  • ოსტეოპოროზი

ასევე გთავაზობთ:

  •  კარდიომეტაბოლური რისკების დიაგნოსტიკას, პრევენციას და მკურნალობას;
  • შაქრიანი დიაბეტის და მისი გართულებების დიაგნოსტიკას და მკურნალობას;
  • ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების, ჭარბი წონისა და სიმსუქნის მკურნალობას;
  • ინდივიდუალური დიეტების შედგენას;
  • კალორაჟის გამოთვლას;
  • ჯანსაღი კვების პრინციპების სწავლებას.

ჩვენს სპეციალისტებს გააჩნიათ განსაკუთრებული კვალიფიკაცია იმ პაციენტთა მკურნალობაში, რომელთაც წარსულში ჰქონდათ ან აქვთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადება (მიოკარდიუმის ინფარქტი, კორონარული სტენტირება, შუნტირება, მოციმციმე არითმია). პაციენტებს უტარდებათ როგორც ჰორმონული, ისე ინსტრუმენტული კვლევები. მკურნალობა ინიშნება ევროპის და ამერიკის ენდოკრინული ასოციაციების უახლეს რეკომენდაციებზე დაყრდნობით.

ნევროლოგიური კონსულტაციები

  • სამედიცინო კონსულტირება;
  • ნევროზული აშლილობების პირველადი დიაგნოსტიკა;
  • ლაბორატორიული და ნეიროვიზუალიზაციური გამოკვლევების შედეგების გაანალიზება;
  • პაციენტების განათლება და მიმართვა ვიწრო სპეციალიზაციის სერვისების მიმართულებით;
  • თერაპიული რეჟიმების შერჩევა და კორექცია მტკიცებითი მედიცინის პრინციპების დაცვით.

დეპარტამენტში  მიმდინარეობს ნერვული სისტემის ისეთი პათოლოგიების დიაგნოსტიკა და მართვა, როგორიცაა:

  • სისხლძარღვოვანი დაავადებები
  • მოძრაობათა დარღვევები
  • შეტევითი ხასიათის მოვლენები
  • ტკივილის სინდრომები
  • პერიფერიული ნეიროპათიები
  • კოგნიტიური დარღვევები
  • ნევროზული აშლილობები

რენტგენოლოგია   

აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში ფუნქციონირებს რენტგენის კაბინეტი, რომელიც აღჭურვილია გერმანული წარმოების „SIEMENS” ციფრულ-დიაგნოსტიკური აპარატით. კაბინეტში პაციენტებს ემსახურება მაღალკვალიფიციური და გამოცდილი მედპერსონალი.

ენდოსკოპია

აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში ფუნქციონირებს ენდოსკოპიის კაბინეტი, რომელიც აღჭურვილია იაპონური წარმოების  “OLYMPUS”-ის ფირმის თანამედროვე ვიდეოენდოსკოპების სისტემით. კაბინეტში პაციენტებს ემსახურება მაღალკვალიფიციური და გამოცდილი მედპერსონალი. აპარატურის სტერილიზაცია და ტექნიკური კონტროლი ხორციელდება სისტემატურად, ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით.

აღნიშნული სერვისებით შესაძლებელია სარგებლობა ყოველდღე 10:00 საათიდან 18:00 საათამდე (შაბათ - კვირას 10:00 – 15:00 სთ). ამბულატორია არ მუშაობს სადღესასწაულო დღეებში. აუცილებლობის შემთხვევაში, სადღესასწაულო დღეებსა და ღამის საათებში  ამბულატორიულ მიღებას აწარმოებენ სომატური განყოფილებების მორიგე ექიმები. 

ცენტრის განახლებისა და გადაიარაღების კვალობაზე დაგეგმილია ამბულატორული დეპარტამენტის სერვისების კიდევ უფრო გამრავალფეროვნება და წარმადობის გაზრდა.


ბავშვთა კარდიოლოგია

2016 წლიდან ჩაფიძის ცენტრში ბავშვებისათვის კარდიოლოგიურ კონსულტაციებს ატარებს მედ. აკად. დოქტორი, პედიატრ-კარდიოლოგი გიორგი დგებუაძე

იგი მკურნალობს შემდეგ პათოლოგიებს ბავშვებში:
გულის რითმის დარღვევა
გულის მანკები
გულის უკმარისობა
არტერიული ჰიპერტენზია
არტერიული ჰიპოტენზია
ენდოკარდიტი
მიოკარდიტი
პერიკარდიტი
კარდიომიოპათიები
სპორტული გული
ნეიროცირკულატორული დისტონია