ენდოკრინოლოგია

                           

აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ამბულატორიულ დეპარტამენტში პაციენტებს შეუძლიათ მიმართონ მაღალკვალიფიციურ ენდოკრინოლოგს ყოველ დღე (შაბათ-კვირის გარდა).
ადგილზე ხდება შემდეგი ენდოკრინული დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა:
  • შაქრიანი დიაბეტი და მისი გართულებები
  • სიმსუქნე
  • ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები (ჰიპოთირეოზი, თირეოტოქსიკოზი, კვანძოვანი ჩიყვი)
  • ენდოკრინული დაავადებებით გამოწვეული არტერიული ჰიპერტენზია
  • ქალის სასქესო სფეროს დარღვევები (ჭარბთმიანობა, მენსტრუალური ციკლის დარღვევები)
  • თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებები (კუშინგის სინდრომი, ფეოქრომოციტომა)
  • ოსტეოპოროზი

ასევე გთავაზობთ:

  • კარდიომეტაბოლური რისკების დიაგნოსტიკას, პრევენციას და მკურნალობას;
  • შაქრიანი დიაბეტის და მისი გართულებების დიაგნოსტიკას და მკურნალობას;
  • ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების, ჭარბი წონისა და სიმსუქნის მკურნალობას;
  • ინდივიდუალური დიეტების შედგენას;
  • კალორაჟის გამოთვლას;
  • ჯანსაღი კვების პრინციპების სწავლებას.

ჩვენს სპეციალისტებს გააჩნიათ განსაკუთრებული კვალიფიკაცია იმ პაციენტთა მკურნალობაში, რომელთაც წარსულში ჰქონდათ ან აქვთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადება (მიოკარდიუმის ინფარქტი, კორონარული სტენტირება, შუნტირება, მოციმციმე არითმია). პაციენტებს უტარდებათ როგორც ჰორმონული, ისე ინსტრუმენტული კვლევები. მკურნალობა ინიშნება ევროპის და ამერიკის ენდოკრინული ასოციაციების უახლეს რეკომენდაციებზე დაყრდნობით.


  მედეა ამაშუკელი - ენდოკრინოლოგი