ინვაზიური დიაგნოსტიკა
2009 წელს ცენტრში ამოქმედდა უახლესი მოდელის სტაციონარული ანგიოკარდიოგრაფიული დანადგარით /ALLURA X per FD 10/PHILIPS/ აღჭურვილი გულსისხლძარღვთა კათეტერიზაციის მეორე ლაბორატორია, რომელიც იძლევა გულისა და სისხლძარღვების უმაღლესი ხარისხის რენტგენგამოსახულების (კორონაროგრამა, ვენტრიკულოგრამა) მიღების საშუალებას, რაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს წინაპირობაა იმისა, რომ პაციენტებისათვის ინვაზიური და ინტერვენციული პროცედურები ჩატარდეს თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების დონეზე.
კარდიოვასკულარული ინტერვენციების განყოფილებაში პაციენტებს უტარდებათ:
ინვაზიური დიაგნოსტიკური პროცედურები:
- სელექტიური კორონაროგრაფია
- ვენტრიკულოგრაფია
- შუნტოგრაფია (აორტო-კორონარული შუნტირების ოპერაციის შემდეგ)
- გულის და მაგისტრალური სისხლძარღვების კათეტერიზაცია, მანომეტრით და ოქსიმეტრიით.
- ანგიოპულმონოგრაფია
- აორტოგრაფია
- კავაგრაფია და ფლებოგრაფია
- საძილე და ხერხემლის არტერიების ანგიოგრაფია
- თირკმლის არტერიების ანგიოგრაფია
- ზედა კიდურების არტერიების ანგიოგრაფია
- ვისცერალური არტერიების ანგიოგრაფია
- ქვედა კიდურების არტერიების ანგიოგრაფია
- პერიკარდის სადიაგნოზო პუნქცია
ტელ.: - 2 402 317 (+148) / 2 402 322 (+148)