დიპლომამდელი განათლება

საუნივერსიტეტო კლინიკა

2014 წლის 14 თებერვლიდან ჩაფიძის გულის ცენტრი წარმოადგენს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) საუნივერსიტეტო კლინიკას. ამ დღეს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შპს "აკადემიკოს გულიკო ჩაფიძის სახელობის გადაუდებელ კარდიოლოგიის ცენტრს" შორის. მემორანდუმს უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ და ჩაფიძის ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ავთანდილ ჯორბენაძემ მოაწერეს ხელი. დოკუმენტი ითვალისწინებს ჯანმრთელობის დაცვის სისტემისათვის თანამედროვე დონის პროფესიონალთა მომზადებას და დიპლომამდელი, დიპლომისშემდგომი (სარეზიდენტო, სამაგისტრო და სადოქტორო) და უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამების ერთობლივ შემუშავებას; ერთობლივი სამეცნიერო–კვლევითი პროექტების განხორციელებას; პროექტების განსახორციელებლად დაფინანასების წყაროების მოძიებას და ერთობლივ დაფინანსებას; ერთობლივი საერთაშორისო სემინარების და სამეცნიერო კონფერენციების ორგანიზებას; ცენტრისათვის უნივერსიტეტის კვალიფიციური საგანმანათლებლო კადრების და რესურსების მიწოდებას და სხვა.

თსუ მედიცინის ფაკულტეტის თერაპიის დეპარტამენტი ჩაფიძის გულის ცენტრის ბაზაზე

ჩაფიძის გულის ცენტრის ბაზაზე შექმნილია თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის თერაპიის დეპარტამენტი. დეპარტამენტში სწავლობენ მე-4 და მე-5 კურსის სტუდენტები.

დეპარტამენტის შტატი:

  • ალექსანდრე ალადაშვილი - სრული პროფესორი, მედ. მეცნ. დოქტორი, დეპარტამენტის ხელმძღვანელი
  • ვახტანგ ჭუმბურიძე - ასოციერებული პროფესორი, მედ. მეცნ. დოქტორი,
  • პავლე მაჭავარიანი - ასოცირებული პროფესორი, მედ. მეცნ. დოქტორი,
  • არჩილ ჩუხრუკიძე - ასოცირებული პროფესორი, მედ. აკად. დოქტორი
  • თამარ (მაკა) კიკალიშვილი - ასისტენტ პროფესორი, მედ აკად. დოქტორი
  • მაკა გეგენავა - ასისტენტ პროფესორი, მედ. აკად. დოქტორი.

 

თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის (თსსუ) კლინიკური ბაზა 

ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი ასევე წარმოადგენს თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის (თსსუ) კლინიკურ ბაზას. მე-6 კურსის სტუდენტებისათვის შინაგან მედიცინას (თერაპიას სინდრომული დიაგნოსტიკით) ასწავლიან თსსუ-ს ასოცირებული პროფესორი ზვიად კირტავა და მოწვეული პედაგოგი მ. გეგენავა.

 

პროფესიული (საექთნო) განათლება

ჩაფიძის გულის ცენტრი წარმოადგენს პროფესიული სწავლების მე-3 და მე-5 საფეხურის სტუდენტებისათვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების სწავლების ბაზას, სადაც სწავლობს შემდეგი უნივერსიტეტის და კოლეჯების სტუდენტები:

  • საქართველოს უნივერსიტეტი - 12  სტუდენტი;
  • კოლეჯი  „ორიენტირი“ - 45  სტუდენტი;
  • კოლეჯი „პანაცეა“ - 22  სტუდენტი.