საექთნო განათლება

ჩაფიძის გულის ცენტრის საექთნო სამსახურს მომზადებული აქვს უწყვეტი პროფესიული განათლების შემდეგი კურსები:

  • ინფექციის კონტროლის საფუძვლები ექთნებისთვის
  • საექთნო ფარმაკოლოგია- დოზირება, კალკულაცია
  • ექთან-მენეჯერების კომპეტენციის ამაღლების კურსი
  • ბებიაქალთა  ექთნებად გადამზადების სასწავლო კურსი
  • ექთან-ტრენერების მომზადების კურსი
  • ინფუზიური თერაპია
  • გადაუდებელი სამედიცინო დახმარება

 2014 წელს ჩატარდა უწყვეტი პროფესიული განათლების შემდეგი სერტიფიცირებული და არასერტიფიცირებული კურსები

პერსონალის გადამზადების/უსგ სერტიფიცირებული კურსები
თარიღითემამსმენელებირაოდენობა
07.06-20.07.2014ექთან-ტრენერების მომზადების სასწავლო კურსიექთნები26
24.05-01.06. 2014 ექთან-მენეჯერთა კომპეტენციის ამაღლების სასწავლო კურსიექთნები

16 (ჩაფიძის ცენტრი) +

26 (სხვა დაწ.)

25.05 - 19.07.2014 პრაქტიკის ექთნად გადამზადების სასწავლო კურსიექთნები14
07.03 - 27.04.2014 პრაქტიკის ექთნად გადამზადების სასწავლო კურსიბებიაქალები15
01.02-02.02.2014სამედიცინო პერსონალისა და პაციენტის ურთიერთობის სამართლებრივი და ეთიკური საფუძვლებიექთნები18
25.01-26.01.2014სამედიცინო პერსონალისა და პაციენტის ურთიერთობის სამართლებრივი და ეთიკური საფუძვლებიექთნები12
29.01-31.01.2014ავადმყოფის მოვლის პრაქტიკული უნარ-ჩვევებიექთნები20
22.01-24.01.2014ავადმყოფის მოვლის პრაქტიკული უნარ-ჩვევებიექთნები17

 

ექთნების შიდა სწავლების არასერტიფიცირებული კურსები
თვე, წელითემატიკამსმენელები
სექტემბერი, 2014გადაუდებელი დახმარების კურსი12
ივნისი, 2014ინფექციების კონტროლი18
აპრილი, 2014ელექტროკარდიოგრამის განხილვა12
მარტი, 2014გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები21
იანვარი, 2014ავადმყოფის მოვლის საფუძვლები (საქველმოქმედო ორგანიზაცია "კარიტასთან" ერთად)12

 

რეგიონული (გასვლითი) სემინარები
თარიღიადგილითემატიკამსმენელები
18-19.10.2014თელავიგავრცელებული კარდიოლოგიური დაავადებები და მათი საექთნო მოვლა 38
27-28.07.2014ბათუმიგავრცელებული კარდიოლოგიური დაავადებები და მათი საექთნო მოვლა 42

 

კურსის საჩვენებელი აღწერილობა - „ბებიაქალთა  პრაქტიკოს ექთნებად  გადამზადების  სასწავლო კურსი

 

კურსის მიზანი: 

ექთნის თანაშემწეების  პრაქტიკული უნარ-ჩვევების  ამაღლება; 

შეასწავლოს მსმენელებს ავადმყოფის მოვლის პრაქტიკული უნარ-ჩვევები, პაციენტზე დაკვირვება, გადაუდებელი დახმარება. სხვადასხვა საექთნო მანიპულაციების, პრევენციული და ჰიგიენური ღონისძიებების ჩატარება სამედიცინო პრობლემისა და პაციენტის ინდივიდუალობის გათვალისწინებით.

ამოცანები:

  1. პაციენტის  სწორი და უსაფრთხო ტრანსპორტირება;
  2. პაციენტის ჰიგიენა;
  3. საწოლის თეთრეულის და პაციენტის სამოსის გამოცვლა;
  4. გადაუდებელი დახმარება;
  5. სხვადასხვა ინვაზიური მანიპულაციები;
  6. საექთნო პროტოკოლების განხილვა
     

სწავლების მეთოდოლოგია:

ლექცია, სიტუაციური ამოცანები, ინტერაქტივი, პრაქტიკული საქმიანობა,  გამოკითხვების წარმოება,  ტესტირებული გამოცდა.

კურსის აღწერილობა:

პროგრამა და შემუშავებულია და ეფუძნება,  ერთის მხრივ, გერმანიაში აღიარებულ სტანდარტულ საექთნო სასწავლო პროგრამას, ხოლო, მეორეს მხრივ, ადაპტირებულია საქართველოში არსებული სტანდარტის მიხედვით, და სამედიცინო სფეროში ექთნის პროფესიასთან დაკავშირებით არსებული მოთხოვნების გათვალისწინებით.  

მეცადინეობები მოიცავს როგორც თეორიული მასალის პრეზენტაციებს, ასევე ინფორმაციის ერთობლივი შეგროვების ფორმასა და საკითხთან დაკავშირებულ დისკუსიებს. პრაქტიკული საქმიანობის   დემონსტრირებას. ძალიან  მნიშვნელოვანია პრაქტიკული მეცადინეობების დროს კინესთეტიკის ელემენტების გამოყენება  თავდაცვის ცოდნის  ასამაღლებლად და პაციენტის სწორი  და უსაფრთხო ტრანსპორტირებისათვის.


შეფასების სისტემა:

მაქსიმალური შეფასება – 100  ქულა.

  • პრაქტიკული საქმიანობა – მაქს. 70 ქულა
  • ტესტირებული გამოცდა - მაქს. 30 ქულა

სწავლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში (60% და მეტი) გაიცემა  სერთიფიკატი.

სასწავლო   პროგრამის ფარგლებში შეფასდება და საჭიროების შემთხვევაში ექთანს საშუალება ექნება აითვისოს შემდეგი აუცილებელი საექთნო მანიპულაციების, გასინჯვისა და დიაგნოსტიკის ჩვევები

  • ავადმყოფის სანიტარული დამუშავება
  • საწოლის მომზადება
  • საწოლისა და სამოსი თეთრეულის შეცვლა
  • ჰიგიენური ღონისძიებების ჩატარება საწოლში
  • პაციენტის ჰიგიენური დამუშავება
  • ნაწოლების პროფილაქტიკა
  • პაციენტის  გადაყვანა და ტრანსპორტირება
  • სადეზინფექციო ხსნარების დამზადება
  • ავადმყოფის მოვლის საგნების დეზინფექცია
  • ინსტრუმენტების წინასასტერილიზაციო დამუშავება
  • შესახვევი მასალის, ტანსაცმლის, თეთრეულის განლაგება ბიქსებში
  • ხელების ჰიგიენა
  • პაციენტის კვება
  • პაციენტის კვება ნაზოგასტრალური ზონდიდან
  • პაციენტის კვება გასტროსტომიდან
  • სასიცოცხლო ნიშნების მონიტორინგი
  • დიურეზის განსაზღვრა
  • ოქსიგენოთერაპია
  • ყველა სახის ოყნის გაკეთება
  • შარდის ბუშტის კათეტერიზაცია
  • ყველა სახის ინექციები
  • ეკგ–ს გადაღება
  • პაციენტის მომზადება დიაგნოსტიკური კვლევებისათვის
  • გადაუდებელი დახმარება
  • გლუკომეტრების გამოყენება
  • სამკურნალო საშუალებების აღრიცხვის დოკუმენტაციის წარმოება


2014 წლის 2 მაისს 15 საათზე ცენტრის საკონფერეციო დარბაზში ჩატარდა ლექცია  თემაზე: „ნაზოგასტრალური ზონდირება“

ტრენერი: მანანა მაჩიტიძე

 

ექთნების თვითშეფასების კითხვარი ელექტრონული ტესტირებისათვის