• 24/7

  • თბილისი, 0159, ნ. ჯავახიშვილის №1

  • 2 402 301

დისტანციური სწავლება

უწყვეტი პროფესიული განათლების ონლაინ-კურსები: 1. მეიოს კლინიკის (როჩესტერი, მინესოტის შტატი, აშშ) უწყვეტი პროფესიული დახელოვნების სკოლის კურსის...

ე-ჯანმრთელობა - eHealth (ასევე ხშირად ხმარობენ ტერმინებს - ”ციფრული ჯანდაცვა” - Digital Healthcare და ”ტელეჯანმრთელობა” - TeleHealth) განისაზღვრება, როგორც ტექნოლოგების მეშვეობით განხორციელებული ჯანმრთელობა, რომელიც ახალ გზებს გვთავაზობს უკეთესი საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ცხოვრების ხარისხის და სიცოცხლის ხანგრძლივობის გასაუმჯობესებლად. იგი მოიცავს, შემდეგ სექტორებს (თუმცა, არ შემოისაზღვრება ჩამოთვლილით):

  • ჯანმრთელობის საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და ავადმყოფობის ელექტრონულ ისტორიებს;
  • ტელემედიცინას;
  • ჯანდაცვის პროფესიონალთა ელექტრონულ (დისტანციურ) სწავლებას და გადამზადებას;
  • მომხმარებლისათვის საინტერესო ჯანმრთელობის ინფორმაციას;
  • ჯანმრთელობის ცოდნის მართვის მეთოდოლოგიას;
  • მობილურ ჯანმრთელობას - m-Health (ანუ ”მობილურ ტელემედიცინას”);
  • ვირტუალურ ჰოსპიტლებს და ვირტუალურ სამედიცინო ჯგუფებს;
  • გრიდ მეთოდოლოგიით განხორციელებულ სამეცნიერო კვლევებს.

ე-ჯანმრთელობა ანუ ტელეჯანმრთელობა მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში განიხილება, როგორც ეკონომიკის გამოჯანსაღების და ჯანდაცვის სექტორის ზრდის ინსტრუმენტი.

აშშ ადმინისტრაციამ 2011 წ. 4 თებერვალს წარმოადგინა ამერიკული ინოვიაციების ახალი სტრატეგია, სადაც ჯანმრთელობის IT პროდუქტები (ანუ, ე-ჯანმრთელობა) დასახელებულია როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტიმული ხარჯ-ეფექტურობის გაუმჯობესებისა და აშშ ეკნომიკის მდგრადი ზრდის გზაზე. ობამას ადმინისტრაციამ ეკონომიკური სტიმულირების ინიციატივიდან მილიარდობით დოლარი გამოჰყო 2011 წელს ტელემედიცინასთან-დაკავშირებულ პროგრამებზე.

ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში ტელემედიცინის პროგრამები პირველად 1999 წელს განხორციელდა. ამჟამად ცენტრში დანერგილია გულის არითმიით ავადმყოფების გამოკვლევა მობილური ტელემედიცინის აპარატურით და ხორციელდება კორონაროგრაფიების ტელეკონსულტაციური სერვისი კლინიკა ”გულთან” (პროფ ა. მელია). დაგეგმილია მობილური ტელემედიცინის სერვისის ამოქმედება გულის არითმიიოთ და არტერიული ჰიპერტენზიით ავადმყოფებისათვის, ხოლო ტელეკონსულტაციების გავრცელება ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში სკრინინგ ცენტრებზე, რაც 2014 წლიდან განხორციელდება.

doctorvideos.net