ალექსანდრე ალადაშვილი

"აკად. გ.ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის” ინტერვენციული მედიცინისა და დიაგნოსტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. სპეციალობა - კარდიოლოგი.

1978-83 - კლინიკური ორდინატურა და ასპირანტურა, ბაკულევის სახ. გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის ინსტიტუტი (მოსკოვი).

1985-1989 - ექიმი-მაძიებელი (დოქტორანტი), ბაკულევის სახ. გულსისხლძარღვთა ქირურგიის ინსტიტუტის (მოსკოვი) გულის კათეტერიზაციის ლაბორატორია და კარდიოლოგიური განყოფილება.

1991-1995 - შინაგან სნეულებათა №1 კათედრის პროფესორი, თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1995-1998 - შინაგან დაავადებათა კათედრის გამგე,  ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახ. უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი.

1997 წლიდან - ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ინტერვენციული მედიცინის და დიაგნოსტიკის განყოფილების გამგე.

1998 - 2005 - მრავალჯერადი ტრენინგები ბად კროცინგენის გულის ცენტრში (გერმანია).

სახელმწიფო ჯილდო: 2005 წ .- სახელმწიფო პრემიის ლაურეატი -"საქართველოში გულის იშემიური დაავადების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მაღალტექნოლოგიური ინვაზიური და ინტერვენციული მეთოდების დანერგვა.“

სამეცნიერო ნაშრომები: 70-ზე მეტი პუბლიკაცია.

ინოვაციები:

საქართველოში პირველი პოლიპროექციული კორონაროგრაფია (1977 წ.)

საქართველოში პირველი კორონარული სტენტირება (1998 წ.)