რევაზ ჯორბენაძე
ჩაფიძის გულის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი
1998 - სტაჟირება ემორის უნივერსიტეტი, გრეიდის მემორიალური ჰოსპიტალი. შინაგანი მედიცინა, რადიოლოგია, გადაუდებელი მედიცინა. ინტერნი. (ატლანტა, აშშ).
1999-2002 – რეზიდენტურის კურსი (სპეციალობა - ”რადიოლოგია”).
2001 – ტრენინგი ქ. გრაცის (ავსტრია) საუნივერსიტეტო კლინიკაში რენტგენ-დიაგნოსტიკის საკითხებზე და ბიზნეს მენეჯმენტის საკითხებზე (ქ. ზოეტერმეერი, ჰოლანდია).
2001-2003 – ტრენინგების ციკლი ჯანდაცვის მენეჯმენტში (სკრენტონის უნივერსიტეტი, სკრენტონი,აშშ, ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტი, თბილისი).
2003 – ჯანდაცვის ტოპ-მენეჯმენტის კურსი - ”ორგანიზაციის ხელმძღვანელობა და მართვა ჯანდაცვის ტოპ-მენეჯერებისათვის საქართველოში” (სკრენტონის უნივერსიტეტი, ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტი, უსგ ცენტრი) და ჯანდაცვის ეკონომიკის საფუძვლების უსგ კურსი.
2003-05 - შვედეთის ჯანდაცვის სამინისტროსა და ლუნდის უნივერსიტეტის ერთობლივი ჰოსპიტალური მენეჯმენტის ტრენინგ პროგრამის მონაწილე.
2008 – CDC, ემორის უნივერსიტეტი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლა - საზოგადოებრივი ჯანდაცვის მენეჯმენტის კურსი, ატლანტა, აშშ.
1999-2003 – "ტოშიბა მედიქალ სისტემს“- ის გენერალური მენეჯერი საქართველოში.
2003-2007 – ო.ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი. სამედიცინო პროგრამების მართვის დირექტორი.
2007-2011 – შ.პ.ს.“ ივერმედი“- პროექტების მენეჯერი.
პუბლიკაციები: 12 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის მონოგრაფია: "კიბოს პრევენცია და ადრეული აღმოჩენა" (2006).