პავლე მაჭავარიანი
2013 წლიდან აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმი-კარდიოლოგი, პროფესორი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1974 წელს.
1974–1980წწ. იყო მ. წინამძღვრიშვილის სახელობის კარდიოლოგიის ინსტიტუტის ექიმი, 1980–1985წწ. უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი, 1985–1994წწ. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი, 1994 წლიდან განყოფილების ხელმძღვანელი. ავტორია 48 სამეცნიერო ნაშრომისა მიოკარდიუმის ინფარქტის მკურნალობის პრობლემებზე. კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მიოკარდიუმის მწვავე ინფაქტით ავადმყოფთა მკურნალობა სუსტაკით, ობზიდანით და მათი კომბინაციით", დაიცვა 1983 წელს.
სადოქტორო დისერტაციის თემა - "სისტემური თრომბოლიზური თერაპიის გავლენა მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტით ავადმყოფთა მარცხენა პარკუჭის კუმშვადობაზე, ინფარქტის ზომაზე, დაავადების მიმდინარეობასა და მის პროგნოზზე", დაიცვა 1994 წელს.