ზვიად ბახუტაშვილი

"აკად. გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის“ გულსისხლძარღვთა ქირურგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი, ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, კარდიოქირურგიის რეზიდენტურის პროგრამის დირექტორი.

2000 წლიდან დღემდე - ჩაფიძის ცენტრის გულის ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელი.

1992-2000 - ერისთავის სახ. ქირურგიის ეროვნული ცენტრის კარდიოქირურგიული განყოფილების უფროსი მეცნიერ-მუშაკი;

1988-91 - მოსკოვის ბაკულევის სახ. გულსისხლძარღვთა ინსტიტუტის ასპირანტი.

1992 - დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია.

1998-99 -ევროპის კარდიოთორაკალური ქირურგიის ასოციაციის გრანტით 6 თვით მივლინებული იყო ქ. ტუბინგენის (გერმანია) საუნივერსიტეტო კლინიკის გულის ქირურგიის განყოფილებაში.

2000-2001 - ტრენინგები ბად-კროცინგენის (გერმანია) გულის ცენტრში.

პუბლიკაციები: 25 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

პროფესიული საზოგადოების წევრობა: საქართველოს კარდიოქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტი, ევროპის გულ-მკერდის ქირურგიის ასოციაციის წევრი.

ინოვაციები:

საქართველოში  კორონარული შუნტირების პირველი ოპერაცია - 1993 წ.