ნონა დოლიძე

ცენტრის პრევენციისა და რეაბილიტაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, კარდიოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი.

ძირითადი საქმიანობა:

1994-2003 – აკად. გ.ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმი-კარდიოლოგი.

1995-2002 – აკად. გ.ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ბაზაზე არსებული საქართველოს სასაზღვრო ჯარების სამხედრო  ჰოსპიტლის მიმღები განყოფილების უფროსი, სამედიცინო სამსახურის მაიორი.

2003-2011 – აკად. გ.ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის მეორადი კორონარული პრევენციის ჯგუფის ხელმძღვანელი.

2013 წლიდან დღემდე – ცენტრის პრევენციისა და რეაბილიტაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

ტრენინგები:

2001 – “გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში მეორადი კორონარული პრევენციის სისტემის დაფუძნება.” ბად კროცინგენი, გერმანია.

2005 –  “კლინიკური ეპიდემიოლოგია.” სიეტლი, აშშ.

2013 –  “კარდიული რეაბილიტაცია.” ბად კროცინგენი, გერმანია.

სამეცნიერო საქმიანობა:

1990 –  სადისერტაციო შრომა” ჰელიუმ-ნეონის ლაზერის სხივებით იშემიის ზონის შემოფარგვლა მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს.”

74 პუბლიკაცია (უმრავლესობა – ინგლისურ ენაზე), 40-მდე პრეზენტაცია და მოხსენება საერთაშორისო და ადგილობრივ კონგრესებსა და კონფერენციებზე მეორადი კორონარული პრევენციისა და კარდიული რეაბილიტაციის საკითხების შესახებ.

გრანტები:

2001 –  სამედიცინო მეცნიერებისა და განათლების განვითარების გრანტი: “მეორადი კორონარული პრევენცია.”

2005 – ვაშინგტონის უნივერსიტეტის გრანტი: “გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის, დიაბეტისა და თირეოიდული დისფუნქციის პრევალენტობა კარდიოლოგიური პროფილის პაციენტებში.” სიეტლი, აშშ.

2006 – ვაშინგტონის უნივერსიტეტის გრანტი: “კარდიოვასკულური დაავადებებისა და რისკის ფაქტორების შეფასება.” სიეტლი, აშშ.

ინოვაცია:

2013-2014  – კარდიული რეაბილიტაციის ჰოსპიტალური და ამბულატორიული ფაზების დანერგვა აკად. გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში.