ოთარ ვასაძე
ჩაფიძის გულის ცენტრის ადამიანური რესურსების მართვის და უწყვეტი განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ჯანდაცვის მენეჯმენტის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი.
განათლება – 1976 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის (სპეციალობა – სამკურნალო საქმე) დამთავრების შემდეგ, 1976 წ.-დან - სწავლობდა მოსკოვში, ზოგადი პათოლოგიისა და პათოფიზიოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურაში.
1982 - დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: "ციტოდინამიური ურთიერთქმედებები ასეპტიური ანთების კერაში“.
სამუშაო გამოცდილება – სხვადასხვა დროს მუშაობდა ქირურგიის ს/კ ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ თანამშრომლად, კარდიოლოგიის ს/კ ინსტიტუტში გულის რითმის მოშლის ქირურგიული მკურნალობის ჯგუფის უფროსად, საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მართვის ნაციონალური ცენტრის ჯერ დირექტორის მოადგილედ და შემდგომ - დირექტორად, ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის დირექტორად, საქართველოს უნივერსიტეტის ჯანდაცვის მენეჯმენტის დეპარტამენტის უფროსად, საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და სიღარიბის დაძლევის პროგრამის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის ექსპეტად სოციალურ საკითხებში და გაეროს ათასწლეულის განვითარების მიზნების ანგარიშის მოსამზადებელი კომისიის ექსპერტად ჯანდაცვის საკითხებში.
სამეცნიერო შრომები – გამოქვეყნებული აქვს 52 სამეცნიერო ნაშრომი მიძღვნილი ჯანდაცვის მენეჯმენტის, ჯანმრთელობის პოლიტიკის, სამედიცინო განათლების, გულ-სისხლძარღვტა დაავადებებისა და ზოგადი პათოლოგიის საკითხებისადმი, მათ შორის, 3 სახელმძღვანელო, 3 მონოგრაფია და და 1 განმარტებითი ლექსიკონი. 2000-2004 წლებში იყო საერთაშორისო ჟურნალის “Journal of Health Sciences Management and Public Health” რედაქტორი. მონაწილეობდა მრავალ საერთაშორისო კონფერენციაში ჯანდაცვის მენეჯმენტის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებზე.
პედაგოგიური გამოცდილება:
2000 წლიდან - სკრენტონის უნივერსიტეტის (პენსილვანია, აშშ) მოწვეული პროფესორი.
2007 - არჩეულ იქნა საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორად, სადაც დღემდე კითხულობს კურსებს "ჯანდაცვის მენეჯმენტი“, "ჯანდაცვის ორგანიზაციული ლიდერობა“ და "ადამიანური რესურსების მართვა ჯანდაცვაში“.
სახელმწიფო ჯილდოები - 2003 და 2013 წლებში ორჯერ არის დაჯილდოებული "ღირსების ორდენით“.