თამაზ მაღლაკელიძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
დაამთავრა მოსკოვის პირველი სამედიცინო ინსტიტუტი.
1997-2004 – საქართველოში გაეროს ოფისის ექიმი-კონსულტანტი
2002 – ღირსების ორდენის კავალერი
2005-2009 – სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე
2007 წლიდან-დღემდე – მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რესპირატორულ დაავადებებთან ბრძოლის გლობალური ალიანსის (GARD) კავკასიის კოორდინატორი. ოჯახის ექიმთა რესპირატორული სისტემის გაიდლაინების სწავლების პროექტის მონაწილე საქართველოში.
2015 – ეროვნული პრემიის ლაურეატი.
2016 - თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის შინაგანი მედიცინის კათედრის პროფესორი
51 სამეცნიერო ნაშრომზე მეტი (რომლებიც ძირითადად ეძღვნება რესპირატორული მედიცინის აქტუალურ საკითხებს), მათ შორის რესპირაციის საკითხებში 4 მეთოდური რეკომენდაციის და 5 ეროვნული გაიდლაინის ავტორი;
სპირომეტრიის, ფქოდ-ის, ბრონქიალური ასთმის და თამბაქოსთვის თავის დანებების პროგრამის კოორდინატორი.