მიხეილ წვერავა

აკად. გ.ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი, რუსეთის სამედიცინო-ტექნიკური აკადემიის აკადემიკოსი. საქართველოს ინტერნისტთა ასოციაციის გამგეობის წევრი, ამერიკის კარდიოლოგიური კოლეჯის წევრი.

 

1969-1975 - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, სამკურნალო ფაკულტეტი, სპეციალობა მკურნალი.
1975-1977 - თბილისის სახელმწიფო ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტი, თერაპიის და კარდიოლოგიის კათედრა, კლინიკური ორდინატურა, სპეციალობა თერაპევტი.
1978-1981 - თბილისის სახელმწიფო ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტი, თერაპიის და კარდიოლოგიის კათედრა, კლინიკური ასპირანტურა კარდიოლოგიის სპეციალობით.
1997 - ქალაქ ინსბრუკის საუნივერსიტეტო კლინიკის ნატერსის პულმონოლოგიური ცენტრი, სტაჯირება პულმონოლოგიაში (3 თვე).
1986-2003 - თბილისის სახელმწიფო ექიმთა დახელოვნების ინდტიტუტი, თერაპიისა და პულმონოლოგიის კათედრის დოცენტი.
1998-2000 - საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი თერაპევტი.
2004-2005 - თბილისის სახელმწიფო ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის, თერაპიისა და პულმონოლოგიის კათედრის სრული პროფესორი.
2005-2006 - თბილისის სახელმწიფო ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის, თერაპიისა და პულმონოლოგიის კათედრის გამგე.
2006-2009 - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი და II საუნივერსიტეტო კლინიკის შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
2009-2010 - თბილისის პ.შოთაძის სახ. სამედიცინო აკადემიის პრორექტორი.
2010-2012 - თბილისის პ.შოთაძის სახ. სამედიცინო აკადემიის რექტორი.
2012-2015 - ს.ხეჩინაშვილის სახ. საუნივერსიტეტო კლინიკის თერაპიული სამსახურის ხელმძღვანელი.
2012-2015 - ილიას სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი. პუბლიკაციები:
100-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაცია (ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა, რადიოლოგია, კარდიოლოგია - არტერიული ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა) 4 წიგნის ავტორი და თანაავტორი, I გამოგონების ავტორი.