ვახტანგ ჭუმბურიძე
"აკად. გ.ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის“ თერაპიისა და სამედიცინო კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ექიმი-კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ინტერესების სფერო: კლინიკური კარდიოლოგია, კლინიკური ფარმაკოლოგია, კარდიომიოპათია, მიოკარდიტი, გულ-სისხლძარღვთა პრეპარატების ფარმაკოკინეტიკა და ფარმაკოდინამიკა.
1988-დან დღემდე - მონაწილეობა რანდომიზირებულ, მულტიცენტრულ კლინიკურ კვლევებში, მთავარი მკვლევარი.
1987-1988 - სტაჟირება გულის, ფილტვის და სისხლის ნაციონალურ ინსტიტუტში, ბეთესდა, აშშ.
1985 - სტაჟირება ბერლინში, სისხლის მიმოქცევის ინსტიტუტში.
პროფესიული საზოგადოების წევრობა: ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების საპატიო წევრი, ამერიკის კარდიოლოგთა კოლეჯის საპატიო წევრი, საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი, საქართველოს ინტერნისტთა საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი.
პუბლიკაციები: 3 მონოგრაფია, 130 სამეცნიერო სტატია, 1 საავტორო მოწმობა.