ადამიანური რესურსების მართვისა და უწყვეტი განათლების დეპარტამენტი

ადამიანური რესურსების მართვის და უწყვეტი განათლების დეპარტამენტი, ხელმძღვანელი - პროფ. ოთარ ვასაძე

 


დეპარტამენტის ხელმძღვანელი: ოთარ ვასაძე,
საქართველოს უნივერსიტეტის სრული პროფესორი

ტელ.: + 995 32 2 402 310
+995 599 50 23 07
ელ-ფოსტა: otar.vasadze@ecc.ge

 

 



აკად. გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში მიმდინარეობს მთელი რიგი საგანმანათლებლო სასწავლო პროგრამები.

პროფესიული განვითარების საბჭოს 2012 წლის 19 ოქტომბრის №6 სხდომის გადაწყვეტილებით, ცენტრს მინიჭებული აქვს სარეზიდენტო პროგრამის - "კარდიოლოგია“ - აკრედიტაცია.

იმავე საბჭოს 2013 წლის 1 აპრილის №1 სხდომის გადაწყვეტილებით  ცენტრს მინიჭებული აქვს აკრედიტაცია სუბსპეციალობის პროგრამის "ექოკარდიოგრაფია“ ჩატარებაზე.


ცენტრი წარმოადგენს კლინიკურ ბაზას:

  • ივ.ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის თერაპიის მიმართულების;
  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (თსსუ) კარდიოქირურგიის რეზიდენტურის და სამედიცინო ფაკულტეტის თერაპიის/სინდრომული დიაგნოსტიკის მიმართულების;
  • საქართველოს უნივერსიტეტის საექთნო საქმის საბაკალავრო პროგრამის კურსის - "კლინიკური პრაქტიკა“.
     

ცენტრში მიმდინარეობს უწყვეტი განათლების პროგრამები:

სასწავლო  კურსი - "გადაუდებელი კარდიოლოგიური დახმარება“;

ექთნების პრაქტიკული უნარ-ჩვევების სრულყოფის სასწავლო კურსი.