ხარისხის მართვის დეპარტამენტი

ხარისხის კონტროლის დეპარტამენტი, ხელ-ლი - თეონა გორგაძე

ხარისხის მართვის დეპარტამენტი წარმოადგენს ჩაფიძის გულის ცენტრის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.

დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, კანონებით ჯანდაცვის და სამედიცინო მომსახურების სფეროში, ჩაფიძის ცენტრის წესდებით, საკუთარი დებულებით, ტოპ-მენეჯერების  ბრძანებებით და სხვა  საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

დეპარტამენტის ყოველდღიურ საქმიანობას კოორდინაციას უწევს აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც ახორციელებს დეპარტამენტის მიმართ  სამსახურებრივ ზედამხედველობას.

დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) სამედიცინო მომსახურების ხარისხის მართვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების და ნორმატივების  დანერგვა.

ბ) გაწეული სერვისების შესაბამისობის დადგენა საერთაშორისო გაიდლაინებთან და პროტოკოლებთან.

ბ) სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების შესაძლებლობების ანალიზი და სათანადო მექანიზმების შემუშავება.

დეპარტამენტის სტრუქტურა:

  • დეპარტამენტის ხელმძღვანელი - თეონა გორგაძე
  • სამედიცინო სტატისტიკის მენეჯერი - მანანა დონჯაშვილი;
  • ინფექციური კონტროლის მენეჯერი (ეპიდემიოლოგი) - ოთარ ჩოკოშვილი;

2013 წელს (დეპარტამენტის პირველ სამუშაო წელს) დანერგილია შემდეგი დოკუმენტები:

კლინიკური ფორმა - 46;
სახელმძღვანელო - 7;
ორგანიზაციული - 13;
პროცედურა - 73;
კლინიკური ფორმის შევსების წესი - 31;
ინსტრუქცია - 6;
ტესტირების კითხვარი -3 ;
პაციენტის უფლებები - 6;
ზოგადი ფორმა - 1;
ზოგადი ფორმის შევსების წესი - 1;
სამკურნალო კვების გაიდლაინი - 2;
სამედიცინო პროტოკოლის სტრუქტურა – 1.

ხარისხის მართვის დეპარტამენტი პერიოდულად ახორციელებს სამედიცინო მომსახურების ხარისხის შეფასების ისეთ ღონისძიებებს, როგორიცაა:

  • ამბულატორიულ პაციენტთა კმაყოფილების შესწავლა;
  • სტაციონარულ პაციენტთა კმაყოფილების შესწავლა;
  • პაციენტების უსაფრთხოების წესების დაცვის შესწავლა;
  • ნოზოკომიური ინფექციების აქტიური გამოვლენა;
  • სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების ხარისხის შესწავლა;
  • სამედიცინო მომსახურების ადექვატურობის შეფასება;
  • რეჰოსპიტალიზაციის და მრავალჯერადი ჰოსპიტალიზაციის შესწავლა;
  • სამედიცინო მომსახურების უწყვეტობის, მეორადი პრევენციის შესწავლა;
  • სამედიცინო მომსახურების ეფექტურობის მაჩვენებლების შესწავლა (დაყოვნების საშუალო ხანგრძლივობა, საწოლის ბრუნვის ნაჩვენებელი, საწოლის დატვირთვის მაჩვენებელი, საწოლის მოცდენის საშუალო დრო, ლეტალობა, პაციენტთა სხვა სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანის სიხშირე).

გარდა ამისა, 2015 წელს შესწავლილ იქნა:

  • სამედიცინო მომსახურების დროულობა (მიოკარდიუმის ინფარქტით პაციენტთა ჰოსპიტალიზაციის დროულობა);
  • გულის თანდაყოლილი და შეძენილი მანკებით დაავადებულ პაციენტთა მიერ სამედიცინო დაწესებულების შერჩევაზე მოქმედი ფაქტორები;
  • ამბულატორიულად ერთ ვიზიტზე გამოწერილი მედიკამენტების ღირებულება.