კარდიოლოგიის დეპარტამენტი

კარდიოლოგიის დეპარტამენტი, ხელმძღვანელი - სოფიო უნგიაძე                

ტელ.: +995 32-2 402 317 (+409)                                     

 

 

კარდიოლოგია იყო პირველი რგოლი, რომლისგანაც დაიწყო აკად. გ.ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ისტორია. ამჟამად 50-საწოლიანი დეპარტამენტი წელიწადში 7,000-მდე პაციენტს ემსახურება.

განყოფილების ბაზაზე საფუძველი დაედო  ჯერ ინფარქტის განყოფილების დაფუძნებას, შემდეგ – სრულყოფილი კარდიოინტენსიურის შექმნას, რასაც შედეგად მოჰყვა ინტერვენციული და კარდიოქირურგიული დეპარტამენტების დაარსება.

დღევანდელ დღეს ჩაფიძის ცენტრის კარდიოლოგიის დეპარტამენტი არის საქართველოში ამ მიმართულებით ყველაზე დიდი გამოცდილების, ფართო სპექტრის უახლესი ტექნოლოგიების და უნიკალური ინტელექტუალური რესურსების მქონე კლინიკური სტრუქტურა. კარდიოლოგიურმა დეპარტამენტმა დაიმკვიდრა სახელი, როგორც მძიმე და რთული პაციენტების მართვის ცენტრმა, რომელთა მკურნალობა გაძნელებულია არა მარტო რეგიონულ, არამედ თბილისის სხვა კლინიკებშიც.

სისტემატურად მიმდინარეობს მუშაობა ახალი "გაიდლაინების" იმპლემენტაციაზე და მათი შესრულების კონტროლი.

უახლესი ევროპული და ამერიკული გაიდლაინების შესაბამისად დეპარტამენტში მკურნალობას გადიან კარდიოლოგიური და უმეტესი თერაპიული ნოზოლოგიის მქონე პაციენტები.

დეპარტამენტის ექიმების ტრენინგი ჩატარებულია ჩაფიძის გულის ცენტრის პარტნიორ გერმანულ კლინიკაში, - ბად კროცინგენის გულის ცენტრში. თითოეული ექიმი  აყვანილ იქნა კონკურსის შედეგად. კარდიოლოგიური დეპარტამენტის ბაზაზე მიმდინარეობს რეზიდენტების და სტუდენტების თოერიული სწავლება და პრაქტიკული მომზადება.

 კარდიოლოგიური დეპარტამენტის ბაზაზე მოქმედებს გულის ტკივილის, ჰიპერტენზიის და გულის უკმარისობის ცენტრები, რომელთა მიზანია აღნიშნული ნოზოლოგიის მქონე პაციენტებისათვის სრული სერვისის მიწოდება, რასაც დეპარტამენტი წარმატებით ახორციელებს კლინიკის სხვა რგოლებთან ერთად.

კარდიოლოგიური დეპარტამენტის აქტივობა ყოველწლიურად მატულობს. დეპარტამენტში, რომელიც 1992 წლიდან ფუნქციონირებს, ამჟამად 50 საწოლია და ყოველწლიურად მკურნალობს 7000-მდე პაციენტი. რეჰოსპიტალიზაციის სიხშირე შეადგენს 4%.

ექიმების და ექთნების მაღალი პროფესიონალიზმი და გულისხმიერება, მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობა და საუკეთესო პირობები კარდიოლოგიურ დეპარტამენტს ხდის პაციენტების და მათი ოჯახის წევრების მაღალი ნდობით აღჭურვილ ადგილად.

კარდიოლოგიური დეპარტამენტი წარმოადგენს ყველა ახალი, ინოვაციური და დადასტურებული ეფექტურობის მედიკამენტის გამოყენების ნოვატორს. შეიძლება ითქვას, რომ კარდიოლოგიური დეპარტამენტის აქტივობით მოხდა ბევრი ახალი მედიკამენტის დანერგვა საქართველოს მასშტაბით, რასაც ხელი შეუწყო კლინიკის ავტორიტეტმა.

დეპარტამენტი მუშაობს მკურნალობის ინოვაციური მეთოდების დანერგვაზე როგორც კარდიოლოგიაში, ასევე შინაგანი მედიცინის სხვა, მომიჯნავე სპეციალობებში (პულმონოლოგიასა, ანგიოლოგიაში და სხვ.).

 

დეპარტამენტის ექიმები:

  • ნონა მაისურაძე
  • ნინო გეწაძე
  • თამარ გორდაძე
  • ირინა ფუტკარაძე
  • ინგა ნემსიწვერიძე
  • ნათია ნაზღაიძე