შინაგანი მედიცინის დეპარტამენტი

 


 

აკად. გ.ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი, რუსეთის სამედიცინო-ტექნიკური აკადემიის აკადემიკოსი. საქართველოს ინტერნისტთა ასოციაციის გამგეობის წევრი, ამერიკის კარდიოლოგიური კოლეჯის წევრი.

პროფესორი მიხეილ წვერავა

 

 

თერაპიული დეპარტამენტი გაიხსნა 2015 წელს. დეპარტამენტის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს გულის სარქვლოვანი პათოლოგიის, მცირე წრის ჰიპერტენზიის მქონე ავადმყოფთა, ონკოლოგიური დაავადებების ქიმიოთერაპიის ფონზე განვითარებული გულის დაზიანების და თერაპიული პროფილის ავადმყოფთა თანამედროვე დიაგნოსტიკა, მკურნალობა და მართვა.

დეპარტამენტის მიზანია მკურნალობის თანამედროვე პრინიციპების შემუშავება და სწორი კლინიკური პრაქტიკის (GCP - Good Clinical Practice) დანერგვა შინაგან მედიცინაში.

სისტემატურად მიმდინარეობს მუშაობა ახალი "გაიდლაინების“ იმპლემენტაციაზე და მათი შესრულების კონტროლი.