მეორადი პრევენციის დეპარტამენტი
მეორადი პრევენციის დეპარტამენტი ორიენტირებულია იმ პაციენტთა ამბულატორიულ მკურნალობაზე, რომელთაც ჩატარებული აქვთ მიოკარდიუმის რევასკულარიზაცია - კორონარული შუნტირების ოპერაცია, კორონარული სტენტირება, სხვა კარდიოქირურგიული ოპერაციები, გადატანილი აქვთ მიოკარდიუმის ინფარქტი, ან დიაგნოსტირებული აქვთ კორონარული დაავადება და არა აქვთ ჩატარებული მიოკარდიუმის რევასკულარიზაცია.
ამ დროისათვის დეპარტამენტში მეორეული პრევენცია უტარდება 2000-ზე მეტ პაციენტს სხვადასხვა კარდიული პათოლოგიით. აქტიურად ხორციელდება მათი დინამიკაში მონიტორინგი. შეისწავლება პათოლოგია/ინტერვენციის შორეული კლინიკური გამოსავალი: სიკვდილობა, განმეორებითი კორონარული შემთხვევები, განმეორებითი რევასკულარიზაცია, რეჰოსპიტალიზაცია და ცხოვრების ხარისხი. სტატისტიკურად ჩამოთვლილი პარამეტრების პროცენტული მაჩვენებლები სხვა ქვეყნების მონაცემების ანალოგიურია.