რეგისტრატურა

ჯანდაცვის პროფესიონალი რეგისტრატორებით დაკომპლექტებული დეპარტამენტი  უზრუნველყოფს ადმინისტრაციული სერვისის მიწოდებას სამედიცინო მომსახურების მიღების ხელშეწყობის მიზნით. რეგისტრატურის გუნდის პროფესიონალიზმი და კეთილგანწყობა წარმოადგენს ცენტრში მოხვედრის პირველივე წუთიდან პაციენტისათვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნის წინაპირობას.

პაციენტთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და მოლოდინის დროის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, პაციენტთა მიღება ხორციელდება თანამედროვე ადაპტირებული კომპიუტერული სისტემის (რიგის ნომრების) მეშვეობით, რომელშიც სრულად არის გათვალისწინებული სამედიცინო ამბულატორიული სერვისების თანმიმდევრობა და თავისებურებები (კონსულტაციების, დიაგნოსტიკური და სამკურნალო მანიპულაციების საერთაშორისო გაიდლაინებისა და პროტოკოლების მიხედვით დალაგება და გადამისამართება).

რეგისტრატურას გააჩნია სადღეღამისო საინფორმაციო მომსახურება, რომელიც უზრუნველყოფს შემდეგი ინფორმაციის მიღებას:

  • პასუხს პაციენტების კითხვებზე ცენტრის სერვისებთან დაკავშირებით,
  • წინასწარი ჩაწერას ექიმთან,
  • სასარგებლო ინფორმაციებს პაციენტებისთვის,
  • ინფორმაციებს ცენტრის მიერ დაგეგმილი ღონისძიებათა შესახებ.

24-საათიანი საინფორმაციო სამსახური - 2 402 317 / 2 402 322

დეპარტამენტის ხელმძღვანელი: მარიკა  აღდგომელაშვილი

ტელ.: +995 32 2 402 317
ელ-ფოსტა: mimgebi@gmail.com