ამბულატორიული დეპარტამენტი

დეპარტამენტის ხელმძღვანელი - დავით იოსელიანი
    კარდიოლოგი, რეანიმატოლოგი

    ტელ.: +995 32 2 40 23 22 (208)
    მობ.: +995 99 53 70 08
   ელ-ფოსტა: davidioseliani98@yahoo.com

 

აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში ამბულატორიული დეპარტამეტი შეიქმნა 2012 წლის მარტში. 2013 წლის ოქტომბრიდან დეპარტამენტი განთავსდა ახლადგარემონტებულ, თანამედროვე ოფისში, სადაც პაციენტთა საერთაშორისო სტანდარტებით მომსახურეობის ყველა პირობაა შექმნილი.

კლინიკისა და დეპარტამენტის ხელმძღვანელობის ინიციატივითა და მონაწილეობით დაინერგა ნოვაცია (სამედიცინო დაწესებულებებისათვის) - რიგების მართვის კომპიუტერული სისტემა, რომელმაც საგრძნობლად მოაწესრიგა პაციენტთა ნაკადები და კომფორტული გახადა მათი მომსახურეობა.

ამბულატორიული დეპარტამენტი ახორციელებს პაციენტთა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებას თანამედროვე სტანდარტებით (საერთაშორისო გაიდლაინებისა და პროტოკოლების მიხედვით). მიმდინარეობს როგორც ამბულატორიული მომსახურება, ასევე ჩვენების მიხედვით ჰოსპიტალიზაცია კლინიკის სხვადასხვა დეპარტამენტში. ხორციელდება პაციენტთა წინასაოპერაციო მომზადება.

  • განსაზღვრული განრიგით მუშაობენ სხვადასხვა პროფილის ექიმები: კარდიოლოგები, კარდიოქირურგები, ანგიოქირურგები, ენდოკრინოლოგი, ნევროპათოლოგი, გასტროენტეროლოგი, რითმოლოგი, ალერგოლოგი და სხვ.
  • კონსულტაციებს ახორციელებენ: ცენტრის გენერალური დირექტორი, პროფესორი  გულნარა ჩაფიძე; კლინიკის წამყვანი სპეციალისტები და სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელები.
  • კარდიოქირურგიულ და ანგიოქირურგიულ კონსულტაციებს,  კლინიკის კარდიოქირურგებთან ერთად ახორციელებს ცენტრის პარტნიორი კლინიკის, ბად კროცინგენის გულის ცენტრის, წამყვანი სპეციალისტი პიტერ ტოლენარი.
  • ამბულატორიული დეპარტამენტი აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო, მულტიცენტრულ სამეცნიერო და კლინიკურ  კვლევებში.
  • დეპარტამენტი ფუნქციონირებს ყოველდღე, შაბათ–კვირის ჩათვლით (სადღესასწაულო დღეების გარდა).

  
   


 






 
  •  დეპარტამენტში ფუნქციონირებს სტანდარტების მიხედვით აღჭურვილი მცირე საოპერაციო (შესახვევი), სადაც მიმდინარეობს პოსტოპერაციული ჭრილობების დამუშავება, ნაკერების მოხსნა, მცირე ქირურგიული მანიპულაციები. ასევე ტარდება ამბულატორიული ინვაზიური სამკურნალო მანიპულაციები (პლევრის პუნქცია, ცენტრალური სისხლძარღვების კათეტერიზაცია და სხვ.).
  • ამბულატორიული დეპარტამენტი აღჭურვილია თანამედროვე დიაგნოსტიკური და სამკურნალო აპარატურით.

 

სტატისტიკა:

2012 წლის 10 თვეში (მარტი-დეკემბერი) დეპარტამენტში ჩატარდა: პირველადი კონსულტაცია - 6716 (77.4%),განმეორებითი კონსულტაცია - 1964 (22.6%), სულ - 8680

2013 წელს ჩატარდა: პირველადი კონსულტაცია - 6654 (60%),  განმეორებითი კონსულტაცია - 4977 (40%), სულ - 11097


ამბულატორიული დეპარტამენტის დიაგნოსტიკური მიმართულების  
ხელმძღვანელი - ელენე შენგელია,

კარდიოლოგი, მედიცინის აკად. დოქტორი

ტელ.: +995 32 2 402 322 (210)
მობ.:  +995 99 26 22 33
         +995 95 00 39 38
ელ-ფოსტა: e_schengelia@yahoo.de

 

ამბულატორიულ დეპარტამენტში თქვენ მოგემსახურებიან მაღალკვალიფიციური სპეციალისტები დეპარტამენტში მუშაობს 10 აკადემიური დოქტორი, ერთი დოქტორანტი და 2 პროფესორი.

 

ექიმები:

  1. დავით იოსელიანი -  კარდიოლოგი, რეანიმატოლოგი
  2. პავლე მაჭავარიანი - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
  3. ნინო ჟვანია - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
  4. თამარ გორგილაძე -  კარდიოლოგი
  5. მანანა შევარდნაძე - კარდიოლოგი.
  6. ელენე შენგელია - კარდიოლოგი, მედიცინის აკად. დოქტორი
  7. ლელა კოპალეიშვილი - კარდიოლოგი, დოქტორანტი
  8. ნატალია ქებაძე - კარდიოლოგი, მედიცინის აკად. დოქტორი
  9. თამარ სუხიაშვილი - ექიმი კარდიოლოგი.
  10. გერა ლომთათიძე - მედიცინის აკად. დოქტორი, ექიმი რადიოლოგი (ექოკარდიოსკოპია)
  11. გია ნაზღაიძე -  რადიოლოგი (ექოკარდიოსკოპია)
  12. თეა კავთიაშვილი - მედიცინის აკად. დოქტორი, ექიმი რადიოლოგი (ექოკარდიოსკოპია)
  13. ლია რიგვავა - მედიცინის აკად. დოქტორი, ექიმი რადიოლოგი (ექოკარდიოსკოპია)(შეთავსებით)
  14. ცაცა ჩალიგავა -  რადიოლოგი (ექოკარდიოსკოპია)
  15. ნია ჭანტურია -  რადიოლოგი (პერიფერიული სისხლძარღვების დუპლექსსკანირება)
  16. ბესარიონ ჯაშიაშვილი - მედიცინის აკად. დოქტორი, ექიმი რადიოლოგი(ექოაბდომინოსკოპია)
  17. ზურაბ ხაჯალია - რადიოლოგი (ექოაბდომინოსკოპია) (ხელშეკრულებით)
  18. ლელა ჭანკვეტაძე -  ენდოსკოპისტი
  19. მედეა ამაშუკელი - ენდოკრინოლოგი, მედიცინის აკად. დოქტორი
  20. კახაბერ ახვლედიანი - ექიმი ნევროლოგი
  21. მარინა კვაჭაძე - რენტგენოლოგი
  22. დავით ვარდიაშვილი - რენტგენოლოგი
  23. დიმიტრი ბეზარაშვილი -  ალერგოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.