გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტი

დეპარტამენტის ხელ-ლი - ექიმი ივანე ხოჭოლავა

ტელ.: +995 32 2-402 311 / 2 402 322 / 2 402 317 (+114/+115)

ელ-ფოსტა: ivexandre@yahoo.com 

 

დეპარტამენტი წლიურად ემსახურება დაახლოებით 6000-მდე პაციენტს. ფუნქციონირებს 15 საწოლი, სასიცოცხლო მონაცემთა სრული მონიტორინგით. გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტი არის სპეციალიზებული რგოლი პაციენტებისათვის შემდეგი მწვავე და მძიმე (კრიტიკული) კარდიოლოგიური პათოლოგიებით:


  • მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი
  • მწვავე კორონარული სინდრომი
  • გულის უკმარისობა
  • გულის სხვადასხვა ტიპის  არითმია
  • კარდიოგენული შოკი
  • ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია
  • გულის გაჩერება
  • პარკუჭთა ფიბრილაცია

გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტი ღებულობს პაციენტებს ზემოთაღნიშნული პათოლოგიებით მთელი ქვეყნიდან და ამიერკავკასიიდან, როგორც თვითდინებით, ასევე გადმოყვანილს სდბ-ის მიერ,  24 საათის განმავლობაში.

დეპარტამენტი, გულ-სისხლძარღვთა კათეტერიზაციის ლაბორატორიასთან ერთად უზრუნველყოფს ანგიოგრაფიულ კვლევებსა და სტენტირებას 7X24-საათიან რეჟიმში. დეპარტამენტი აღჭურვილია  თანამედროვე მაღალი ხარისხის აპარატურითა და ხარჯვადი მასალებით. გამოიყენება დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საერთაშორისო კვლევებსა და გაიდლაინებზე დაყრდნობილი თანამედროვე მეთოდები.

სამედიცინო პერსონალს გავლილი აქვთ სპეციალიზებული მომზადება და სრულყოფილად ფლობს კარდიოლოგიაში კრიტიკულ მდგომარეობათა მართვისა და ინტენსიური თერაპიის თანამედროვე მეთოდებს.

საშუალო სამედიცინო პერსონალს გავლილი აქვს დამატებითი თეორიული და პრაქტიკული მომზადება ეკგ-ს, ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციისა და ინტრააორტული ბალონური კონტრპულსაციის ჩატარებაში.