დისტანციური კონსულტაცია

ექიმის დისტანციური კონსულტაცია (მეორადი  მოსაზრება)


გსურთ მიიღოთ მეორადი მოსაზრება მაღალკვალიფიციური სამედიცინო სპეციალისტისგან?   

აკად. გ.ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი გთავაზობთ შესაძლებლობას, სახლიდან გაუსვლელად მიიღოთ დამატებითი კარდიოლოგიური, რითმოლოგიური და პულმონოლოგიური კონსულტაცია, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს დიგნოსტიკასა და მკურნალობის ხარისხს.  

თქვენ შეგიძლიათ სთხოვოთ ჩვენს სპეციალისტებს დაადასტურონ თქვენი დიაგნოზი და განიხილონ თქვენი მკურნალობის პარამეტრები ჩვენს ექსპერტებთან.


აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი”, გთავაზობთ შემდეგი ტიპის მეორადი მოსაზრების სერვისებს:

  • ტელერადიოლოგია - ექოკარდიოგრაფიის შეფასება, კორონარული ანგიოგრაფის შეფასება, სპეციალისტის კონსულტაცია - 100 ლარი (საქართველოს მოქალაქეებისთვის) 

  • ტელეკონსულტაცია - ონლაინ ვიდეო კონსულტაციები ჩვენს წამყვან ექსპერტებთან - 200 ლარი (საქართველოს მოქალაქეებისთვის)

  • დაწერილი მეორადი მოსაზრება - წამყვანი  ექსპერტების წერილობითი ანგარიში  - 250 ლარი (საქართველოს მოქალაქეებისთვის)

  • დაჩქარებულ შემთხვევაში - დამატებით - 100 ლარი (საქართველოს მოქალაქეებისთვის)


ტელერადიოლოგია

 

მომსახურეობის აღწერა და წესები:


თუ ხართ დაინტერესებული რადიოლოგიურ კვლევაში მეორადი მოსაზრებით, მიყევით შემდეგ ნაბიჯებს:

  1. შეავსეთ მეორადი მოსაზრებისთვის საჭირო ფორმა, ატვირთეთ თქვენი ამჟამინდელი სამედიცინო ანგარიში/დასკვნა, რომელიც აუცილებელია თქვენი მონაცემების შეფასებისთვის (ქართულ, რუსულ, გერმანულ ან ინგლისურ ენაზე).
  2. თქვენს მიერ გამოგზავნილი დოკუმენტაცია არ უნდა იყოს 3 თვეზე მეტი ხანდაზმულობის.
  3. ჩვენი სპეციალისტები მოგაწვდიან დასკვნას შეფასებული დისკის საფუძველზე. თქვენი სამედიცინო დასკვნა მზად იქნება 3 - 5 სამუშაო დღის განმავლობაში.
  4. თქვენი მონაცემების (დისკი, ექოსკოპია, ეკგ, ფორმა 100)  მოწოდება  შესაძლებელია:

ინტერნეტის საშუალებით, პირდაპირ  ჩვენი სამედიცინო ცენტრის კომპიუტერულ სისტემაში შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: reception@ecc.ge

თქვენი მონაცემების (დისკი, ექოსკოპია, ეკგ, ფორმა 100)   გამოგზავნა ფოსტით შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: თბილისი, 0159

  1. "დისკის დასკვნის მეორადი შეფასების ხარჯი მოიცავს: სამედიცინო ანგარიშს/დასკვნას, სურათებს და მეორადი მოსაზრების დასრულებამდე დასმულ კითხვებზე პასუხს. თუ თქვენ გაქვთ დამატებითი კითხვა ან/და დოკუმენტაცია გამოსაგზავნი, უკვე მიღებული "მეორადი მოსაზრების“ შემდეგ, ჩვენი სამედიცინო ცენტრი დამატებით დაგითვლით აღნიშნულ მომსახურების საფასურს. ანგარიშთან დაკავშირებული შეკითხვებისთვის შეგიძლიათ შეუკვეთოთ ტელეკონსულტაცია.
  2. დასკვნას მიიღებთ ქართულ ენაზე. დასკვნის თარგმანი სხვა ენაზე უნდა შეუკვეთოთ დამატებით.
  3. გთხოვთ წინასწარ გადაიხადოთ შეკვეთის მომსახურეობა.

ონლაინ კონსულტაცია

 

რა არის ონლაინ კონსულტაცია?

ონლაინ კონსულტაცია  – ვიდეო კონფერენციის საშუალებით ჩვენი ექსპერტები ატარებენ ლაივ კონსულტაციებს.

თქვენ თქვენს მკურნალ ექიმთან ერთად შეგიძლიათ იმსჯელოთ დიაგნოსტიკის სტრატეგიაზე  და მკურნალობის პარამეტრებზე ჩვენს ადგილობრივ სამედიცინო ექსპერტთან ერთად .

აღნიშნული  სერვისები მოიცავს:

პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციისა (დისკი, ექოსკოპია, ეკგ, ფორმა 100)  საფუძვლიანი შემოწმება

ლაივ  კონსულტაციები წამყვან სამედიცინო ექსპერტებთან

ონლაინ კონსულტაციის განფასება 

მაქსიმუმ 30 წთ. – 200 ლარი (საქართველოს მოქალაქეებისთვის),

წესები და სერვისის აღწერილობა 

  1. შეავსეთ  განაცხადის ფორმა. ატვირთეთ თქვენი ამჟამინდელი სამედიცინო ანგარიში/დასკვნა, რომელიც აუცილებელია სურათის შეფასებისთვის (ქართულ, რუსულ, გერმანულ ან ინგლისურ ენაზე). ჩვენ შევარჩევთ საუკეთესო სამედიცინო ექსპერტს თქვენი კონსულტაციისთვის.
  2. თქვენს მიერ გამოგზავნილი მოთხოვნისა და სამედიცინო დოკუმენტაციის მიღების შემდეგ , დაახლოებით 2-10 დღეა საჭირო ონლაინ კონსულტაციის ორგანიზებამდე. 
  3. ტელეკონსულტაცია შესაძლებელია ჩატარდეს: The video-system - ის საშუალებით, რომელიც შესაძლებელია დააყენოთ პირდაპირ თქვენს კომპიუტერში, ჩვენი ტელემედიცინის ჯგუფის მიერ გამოგზავნილი ბმულის საშუალებით. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თუ გსურთ მაღალი ხარისხის ვიდეო კომუნიკაცია აუცილებლად დაგჭირდებათ კომპიუტერი ვიდეოკამერით, მიკროფონი და მაღალი სიჩქარის ინტერნეტი (მინიმუმ 700კბ/წუთში)
  4. სატესტო კავშირი შესაძლებელია ნებისმიერ დროს.
  5. ტელეკონსულტაციის ჩატარების შემდეგ თუ თქვენ გექნებათ დამატებითი კითხვები ან დამატებითი დოკუმენტაცია, ჩვენი პერსონალი ცალკე დაითვლის აღნიშნული მომსახურების ხარჯს.
  6. ტელეკონსულტაციის პროტოკოლი გეგზავნებათ ქართულ ენაზე. პროტოკოლის თარგმანი სხვა ენაზე შესაძლებელია დამატებით შეუკვეთოთ.
  7. გთხოვთ წინასწარ გადაიხადოთ შეკვეთის მომსახურეობა.

წერილობითი მეორადი მოსაზრება


რას ნიშნავს წერილობითი მეორადი მოსაზრება ?

თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ წერილობითი მეორადი მოსაზრება ერთ-ერთი ჩვენი წამყვანი  ექსპერტისგან თქვენი საცხოვრებელი ქვეყნის დატოვების გარეშე.  

წერილობითი მეორადი მოსაზრება მზად იქნება 1-2 კვირაში, ხანგრძლივობა დამოკიდებულია დიაგნოზის სირთულეზე.

წერილობითი მეორადი მოსაზრების განფასება 

250 ლარი (საქართველოს მოქალაქეებისთვის)

წესები და სერვისის აღწერილობა 

შეავსეთ მოთხოვნის ფორმა შემდეგ ველში: მეორადი მოსაზრების მიღება. ატვირთეთ სურათის შეფასებისთვის საჭირო სამედიცინო ანგარიში (ქართულად, რუსულად, ინგლისურად ან გერმანულად).  ჩვენ შევარჩევთ თქვენთვის საუკეთესო, შესაბამის ექსპერტს.

დაახლოებით  1-2 კვირაა საჭირო უმაღლესი დონის ექსპერტისაგან წერილობითი მეორადი მოსაზრების მისაღებად.

წერილობითი მეორადი მოსაზრების მიღების შემდეგ, თუ თქვენ გაქვთ დამატებითი კითხვები ან დამატებითი დოკუმენტაცია გამოსაგზავნი, აღნიშნული სერვისის ხარჯს ჩვენი პერსონალი ცალკე დაიანგარიშებს.

სამედიცინო ანგარიშს მიიღებთ ქართულ ენაზე. თქვენ დამატებით შეგიძლიათ შეუკვეთოთ ანგარიშის თარგმანი სხვა ენაზე.

გთხოვთ სერვისის მისაღებად წინასწარ გადაიხადოთ თანხა.


სამედიცინო ანგარიშის ატვირთვის ინსტრუქცია 

კონსულტაციებს გაგიწევენ ჩვენი წამყვანი სპეციალიტები:

ინტერვენცია (კორონარული ანგიოგრამის შეფასება) - ალექსანდრე ალადაშვილი -"აკად. გ.ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის” ინტერვენციული მედიცინისა და დიაგნოსტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.


კარდიოქირურგი - ზვიად ბახუტაშვილი "აკად. გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის“ გულსისხლძარღვთა ქირურგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი, ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, კარდიოქირურგიის რეზიდენტურის პროგრამის დირექტორი.


კარდიოლოგ-თერაპევტი - ვახტანგ ჭუმბურიძე "აკად. გ.ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის“ თერაპიისა და სამედიცინო კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.


მიხეილ წვერავა - აკად. გ.ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი, რუსეთის სამედიცინო-ტექნიკური აკადემიის აკადემიკოსი. საქართველოს ინტერნისტთა ასოციაციის გამგეობის წევრი, ამერიკის კარდიოლოგიური კოლეჯის წევრი.


კარდიოლოგი - სოფიო უნგიაძე - კარდიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი


პულმონოლოგი - თამაზ მაღლაკელიძე - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი,  პულმონოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის შინაგანი მედიცინის კათედრის პროფესორი, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რესპირატორულ დაავადებებთან ბრძოლის გლობალური ალიანსის (GARD) კავკასიის კოორდინატორი, საქართველოს რესპირაციული ასოციაციის პრეზიდენტი, ნიუ-იორკის სამეცნიერო აკადემიის წევრი.


ექოკარდიოსკოპია - გერმანე ლომთათიძე - "აკად გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის“ ექიმი-კარდიოლოგი, რადიოლოგი. მედიცინის აკადემიური დოქტორი, ულტრაბგერითი გამოკვლევების ჯგუფის ხელმძღვანელი


რითმოლოგია - კახაბერ ეცადაშვილი - ჩაფიძის გულის ცენტრის რითმოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი, რითმის დარღვევების სპეციალისტი.


საჭიროების შემთხვევაში აკად.ჩაფიძის სახელობის გულის ცენტრის კლინიკური ლაბორატორია გთავაზობთ უახლესი აპარატურით კვლევების ფართო არჩევანს

  • ჰემატოლოგიური და კლინიკური კვლევები
  • ციტოლოგიური კვლევები
  • ბიოქიმიური კვლევები, კოაგულაცია
  • იმუნოლოგიური კვლევები.

ჯგუფის ადმინისტრატორი - მარიკა აღდგომელაშვილი, რეგიტრატურის დეპარტამენტის უფროსი, ჯანდაცვის ადმინისტრირების მაგისტრი.

ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ 599 90-29 18 მარიკა, 2402 322 (110).

იმეილი: reception@ecc.ge

ინფორმაციის ასატვირთად იხილეთ დანართი;

საბანკო მონაცემები:

მიმღები ბანკი: ს.ს. თიბისი ბანკი

ბანკი კოდი: TBCBGE22

მიმღების ანგარიში: GE32TB7792936020100002

მიმღების სახელი: შპს აკად. გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი

ს/კ 202051876