ექიმ-რეაბიტოლოგს სრულიად ჯანმრთელმა ადამიანებმაც უნდა მიმართოთ!

ექიმ-რეაბიტოლოგს სრულიად ჯანმრთელმა ადამიანებმაც უნდა მიმართოთ!

გთავაზობთ გაზეთ "ასავალ-დასავალში" გამოქვეყნებულ ინტერვიუს, აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის რეაბილიტაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან - ნონა დოლიძესთან:

– თურმე, გულს შეუძლია, შეუსვენებლად  150 წლის განმავლობაში იმუშაოს როგორც ძრავამ, მაგრამ ძრავასაც სჭირდება რეგულარულად ზეთის ცვლა. ზედმეტი არ იქნება, თუ ჩვენს ორგანიზმში ამ მთავარი ძრავის მდგომარეობას რეგულარულად შევამოწმებთ და დატვირთვის ისეთ ოპტიმალურ დოზას განვსაზღვრავთ, რისი გაძლებაც მას შეუძლია! – ამ სიტყვებით დაიწყო ჩვენთან საუბარი ქალბატონმა ნონა დოლიძემ.

– ქალბატონო ნონა, რა ფუქნქცია აქვს ჩაფიძის გულის ცენტრში რეაბილიტაციის დეპარტამენტს?

– რეაბილიტაცია პაციენტებისთვის ჯანმრთელობის აღდგენას გულისხმობს. ჩაფიძის ცენტრში გულით ავადმყოფი პაციენტების რეაბილიტაცია ექსკლუზიური მეთოდებით ხდება. ჩვენთან ფუნქციონირებს კარდიოლოგიური რეაბილიტაციის ისეთი დარბაზი და აპარატურა, რომელიც არცერთ სხვა კლინიკას არ გააჩნია და საქართველოში ერთადერთია. ეს არის მკურნალობის და რეაბილიტაციის ყველაზე თანამედროვე საშუალება! გულის რეაბილიტაცია სჭირდება უკლებლივ ყველა პაციენტს, ვისაც აქვს ათეროსკლეროზული გართულება, სტენოკარდია, შაქრიანი დიაბეტი, გადატანილი აქვს მიოკარდიუმის ინფარქტი, გაკეთებული აქვს კორონარული სტენტირება, სარქვლების ოპერაციები, კორონარული შუნტირება და აწუხებს გულის ნებისმიერი სირთულის სხვა დაავადება.

– რეაბილიტაცია გულის დაავადებების გართულებების ასარიდებლადაც ხდება? როდიდან უნდა დაიწყოს გულით ავადმყოფის რეაბილიტაცია?

– პრევენცია პროფილაქტიკას გულისხმობს, რეაბილიტაცია კი, უკვე დაზიანებულის აღდგენას ემსახურება. რეაბილიტაციას 2 ფაზა გააჩნია, პირველი – ჰოსპიტალურია. ვთქვათ, პაციენტმა ჩაიტარა კორონარული შუნტირების ოპერაცია და წევს სტაციონარში, პალატაში. იგი ადინამიურია, საჭიროებს მობილიზაციას. სწორედ ექიმ-რეაბიტოლოგმა უნდა წამოაყენოს საწოლიდან, გაატაროს, ფიზიკურად გაააქტიუროს, ბინაზე გაწერის წინ შესაბამისი რეკომენდაციები მისცეს.

– რა რეკომენდაციებზეა საუბარი?

– რეაბიტოლოგი ცდილობს, პაციენტი დაიყოლიოს რისკფაქტორების ნებაყოფლობით შეცვლაზე: მწეველ პაციენტს აძლევს ინფორმაციას, თუ რამდენად საშიში იქნება მისთვის სიგარეტის მოწევის გაგრძელება; რომ პაციენტმა ყველა ზომა უნდა მიიღოს ჭარბი წონის დასაკლებად, აძლევს სხვა საჭირო რჩევებსაც, ანუ ჯამში, რეაბილიტაცია გულისხმობს არა მხოლოდ პაციენტის ფიზიკურად გააქტიურებას, არამედ ეხმარება, ვთქვათ, ინფარქტის – რეციდივის აცილებაშიც, რის გამოც პაციენტი საავადმყოფოში მოხვდა და ასწავლის, როგორ მართოს დაავადება.

– გულისხმობს თუ არა რეაბილიტაცია გულით ავადმყოფის მთავარი პრობლემის ვთქვათ, ინფარქტის შედეგად ჩამოყალიბებული ნაწიბურისგან მომდინარე საფრთხის განეიტრალებას?

– ინფარქტის დროს ხდება გულის კუნთის მკვებავი სისხლძარღვის დახშობა, რუს შედეგადაც გულის კუნთის ის ადგილი, რომელსაც მოცემული სისხლძარღვი კვებავდა – კვდება და მის მაგივრად შემაერთებელქსოვილოვანი ნაწიბური ყალიბდება, რომლის ალაგება შეუძლებელია. რეაბილიტაცია საჭიროა იმ მიზნით, რომ ინფარქტი არ განმეორდეს, რადგან ინფარქტგადატანილი ადამიანისთვის, 5-7-ჯერ მეთია ხელახალი ინფარქტის შანსი.

– უნიკალური აპარატურა ახსენეთ, რაზეა საუბარი?

– პაციენტის ფიზიკურად ვარჯიშს ერგოტრენინგი ეწოდება, ამ მიზნით ჩვენ გვაქვს ერგომეტრები – სავარჯიშო აპარატი, რომელიც, ერთი შეხედვით, ველოსიპედს მოგაგონებთ. ერგომეტრებს გააჩნიათ პაციენტის ფიზიკურად დატვირთვის კონტროლის მექანიზმი. დატვირთვის დოზა ექიმ-რეაბიტოლოგის მეთვალყურეობით, თანდათან იზრდება. არ შეიძლება პაციენტმა დამოუკიდებლად ივარჯიშორს, რადგან ამ შემთხვევაში ინფარქტის განმეორება არის მოსალოდნელი. ერგომეტრის გარდა პაციენტები მცირე ჰანტელებით და ბურთებითაც ვარჯიშობენ.
 
– ყველა პაციენტი ერთნაირი დატვირთვით ვარჯიშობს?

– არა. სათითაოდ, ინდივიდუალურად ვუდგენთ რეაბილიტაციის პროგრამას, თუმცა, ჯგუფურ ვარჯიშებსაც ვატარებთ, ოღონდ ჯგუფში ერთნაირი სირთულის პაციენტებს ვუყრით თავს.

– ერგოტრენინგის 1 პროცედურა რა ჯდება?

– ერთი პროცედურა 30 ლარი ღირს, ეს უკვე განახევრებული ფასია. სამწუხაროდ, საყოველთაო ჯანდაცვა ერგოტრენინგებს არ აფინანსებს. პაციენტს რეაბილიტაციისთვის სჭირდება 15-25 პროცედურა, მაგრამ, მერწმუნეთ, სწორედ ასეთი ვარჯიში აძლევს შნსს, შეაჩეროს სიხლძარღვებში ავსებული ათეროსკლეროზული პროცესი, გააუმჯობესოს გულის კუნთის სისხლით მომარაგება, რაც სიცოცხლის შენარჩუნების ტოლფასია.

შოთა ბზარაშვილი. რეაბილიტაციის სპეციალისტი:

– ფიტნეს-კლუბებში ვარჯიშობენ ადამიანები, თუმცა ზოგი მათგანი პაციენტია, ზოგი კი, პოტენციური პაციენტი და მათ ეს არ იციან! გაიხსენეთ, რამდენჯერ გსმენიათ ინფორმაცია სპოტსმენის ან ჯანმრთელი ადამიანის მოულოდნელად გარდაცვალების შესახებ! საქმე იმაშია, რომ სპორტულ სექციებში და ფიტნეს-კლუბებში ტრენერები არ ახსდენენ დიფერენციაციას და ყველა სპორტსმენს ერთი და იგივე დატვირთვის ავარჯიშებენ, არადა, შეიძლება, ასეთი დატვირთვა ზოგისთვის საბედისწეროდ იქცეს! ტრენერები არც გადატანილი ავადმყოფობების შესახებ ეკითხევა ხოლმე კლუბის წევრებს. ისეც მომხდარა, რომ ადამიანმა, არც კი იცის დაავადების შესახებ და სიმპტომები უვლინდება ვარჯიშის დაწყების შემდეგ! ცნობილია, რომ ფიზიკური დატვირთვის შედეგად, ორგანიზმში ეცემა შაქრის მაჩვენებელი, რის შედეგად, შესაძლოა , სპორტსმენი თუ კლუბის წევრი ჰიპოგკლიკემიურ კომაში ჩავარდეს და დაიღუპოს კიდეც!

– რა ვიღონოთ, ასე რომ არ მოგვივიდეს?

– ვინც ფიტნეს-კლუბებში თუ სპორტულ სექციებში აპირებენ გაწევრიანებას, ვიდრე ამას გააკეთებენ, ჯერ ჩაფიძის გულის ცენტრში, რეაბილიტაციის დეპარტამენტში გაიარონ შემოწმება და განსაზღვრონ საკუთარი ფიზიკური აქტივობის ოპტიმალური დონე. ჩვენ ინდივიდუალურად დავუდგენთ, წუთში რამდენი უნდა იყოს მისი გულისცემა. ფიზიკური დატვირთვის პროცესში განვუსაზღვრავთ ფიზიკური დატვირთვის დონეს. ეს უნდა გამოთვალოს ექიმმა და არა ტრენერმა! მხოლოდ ამის შემდეგ იქნება ადამიანის ფიზიკური აქტივობა უსაფრთხო!

– ვარჯიშის დროს მუდმივად როგორ გაიზომოს ადამიანმა პულსის რაოდენობა?

– არსებობს ხელსაწყო – პულსომეტრი, რომელსაც ადამიანი მაჯაზე საათივით იკეთებს. მან უკვე იცის, წუთში რამდენი დარტყმა არის კრიტიკული ზღვარი და როდესაც პულსის რაოდენობა ამ ზღვარს მიუახლოვდება, უნდა შეწყვიტოს ან შეასუსტოს ფიზიკური აქტივობა. შესაძლოა ადამიანი იყოს სრულიად ჯანმრთელი, მაგრამ ფიზიკურმა დატვირთვამ გულის ისეთი სნეულება გამოუვლინოს, რაც სიცოცხლისთვის საშიშია. ამიტომ, სასურველია ჯანმრთელმა ადამიანებმაც მიაკითხონ ექიმ-რეაბიტოლოგს!



ესაუბრა ზაზა დავითაია

დაგვიმეგობრდით

trance