30 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე ჰელსინკში (ფინეთი) GARD-ის მე-12 შეხვედრა გაიმართა, 15-18 სექტემბერს პარიზში (საფრანგეთი) კი ევროპის რესპირაციული ასოციაციის საერთაშორისო კონგრესი. შეხვედრებზე იმყოფებოდა აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის პულმონოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი თამაზ მაღლაკელიძე.
თამაზ მაღლაკელიძე: GARD-ის ერთ-ერთმა მომხსენებელმა ჯოზე ანტომ შემოიტანა ახალი ტერმინი - "პლანეტარული ჯანმრთელობა“, მოხსენებიდან გამომდინარე პლანეტარულ ჯანმრთელობა და რესპირაციული ჯანმრთელობა ერთი მიმართულებით უნდა მოძრაობდნენ. ასევე იყო განხილული ეკოლოგია და კლიმატური პირობები, ასფალტის ინდექსის მნიშვნელობა ასთმის მქონე პაციენტებში.
პარიზში, მომხსენებლები სთავაზობდნენ საინტერესო და ახალი ინფორმაციით მდიდარ მოხსენებებს ექიმებს მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან.
ბართოლომე ცელი აშშ-დან წარსდგა პრეზენტაციით "In this era of “Omics”: the missing link – Humanomics”
კლაუს ვოგელმეიერი და მარტინ მოკელი გერმანიიდან, დევიდ პრაისი სინგაპურიდან და ვისია ვეძიჩა ინგლისიდან წარსდგნენ თემატიკით გულსა და ფქოდზე, პერსონალიზაციის საკითხებზე.
ასევე გაიმართა ახალი პრეპარატის პრეზენტაცია ტრელეგი ელიპტა Trelegy ELLIPTA, სამმაგი თერაპია ფქოდის სამკურნალოდ ICS/LAMA/LABA

ევროპის რესპირაციული ასოციაციის პრეზიდენტი მინა გაგა და პროფესორი თამაზ მაღლაკელიძე