XXI საუკუნეში პერიოპერაციული ანესთეზიის ადექვატური მართვისა და რაც მთავარია პაციენტის უსაფრთხოებისათვის გამოიყენება რეგიონალური, კერძოდ ცერებრული ანუ თავის ტვინის ოქსიგენაციის ონლაინ რეჟიმში დაკვირვება და შეფასება, რაც წარმოადგენს მულტიმოდალური მონიტორინგის აუცილებელ პირობას.

სადღეისოდ აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ქირურგიის დეპარტამენტი პერიოპერაციული ანესთეზიის დროს სისტემატიურად ახდენს პაციენტების ცერებრული ოქსიგენაციის მონიტორინგს, რისთვისაც გამოიყენება აპარატი "Nonin's SenSmart Universal Oximetry System".