ექთნების პროფესიული დღე 1974 წლიდან, ყოველ 12 მაისს აღინიშნება. ეს დღე ექთნების საერთაშორისო საბჭომ (ICN) ფლორენს ნაითინგელის (ქალბატონი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა საექთნო საქმეს, როგორც პროფესიას) დაბადების დღესთან დაკავშირებით შეარჩია.
სასიამოვნოდ გაოცებას ვერ მალავენ ამერიკელი სტუდენტებიც, Northwest University-დან, რომლებიც ყოველწლიურად ერთი კვირის განმავლობაში პროფესიულ პრაქტიკებს ჩვენს საექთნო სამსახურში გადიან.
2019 წლის 12 მაისი აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში ტრადიციულად საზეიმოდ, სიახლეებით და სიურპრიზებით აღინიშნა.
ცენტრის აღმასრულეებლი დირექტორის, რევაზ ჯორბენაძის გადაწყვეტილებით, სხვადასხვა დეპარტამენტის მიხედვით გამოვლენილი წლის ხუთი საუკეთესო ექთანი შვებულებას იტალიაში, ქალაქ რომში გაატარებს.
