ძილის აპნოეს დიაგნოსტიკა და მკურნალობა

ძილის აპნოეს დიაგნოსტიკა და მკურნალობა

გვესაუბრება "ჩაფიძის გულის ცენტრის" კარდიოლოგი, თერაპევტი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, ელენე შენგელია.


რა არის ძილის აპნოე, რა იწვევს მას?


- ძილის დროს სუნთქვის შეჩერებას 10წმ-ზე მეტი ხნით ძილის აპნოე ეწოდება. განასხვავებენ ობსტრუქციულ, ცენტრალურ და შერეულ ძილის აპნოეს.

ცენტრალური აპნოეს დროს სუნთქვა იმის გამო ჩერდება, რომ სუნთქვაში მონაწილე კუნთებისკენ ტვინი იმპულსებს აღარ გზავნის, ხოლო ობსტრუქციული აპნოეს შემთხვევაში კი ხდება ზედა სასუნთქი გზების ნაწილობრივი ან სრული დახშობა, ზედა სასუნთქი გზების გამავლობის შევიწროვება, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს:

  • ზედა სასუნთქი გზების პათოლოგიებით, მაგ. გადიდებული ტონზილებით, ადენოიდებით, ცხვირში  ჰაერის ნაკადის შეფერხებით,  მაგ, რინიტის, ცხვირის ძგიდის დეფორმაციის გამო
  • ძილის ბრუქსიზმი, თანკბილვის დარღვევა
  • ნაქისა და რბილი სასის მოდუნება, რაც ხშირია ასევე ალკოჰოლის მიღებისა და საძილე საშუალებების  მიღების დროს
  • ქვედა ყბის დისლოკაცია, არასწორი მდებარეობა ყბის,  რაც იწვევს სასუნთქი გზების შევიწროვებას,
  • მაკროგლოსია (ეს არის დიდი ენა)
  • ჭარბი წონა და სიმსუქნე, მომატებული კისრის გარშემოწერილობა
  • ზურგზე წოლის დროს ასევე ხშირია ობსტრუქციული ძილის აპნოე

- რატომ არის საშიში ძილის ობსტრუქციული აპნოე, რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს მას?


- ობსტრუქციული ძილის აპნოეს დროს სუნთქვის შეჩერებისას მცირდება ჟანგბადის კონცენტრაცია სისხლში, რასაც ახლავს ჰიპოქსემია, ასევე ჰიპერკაპნია, რაც შეიძლება გახდეს მიზეზი არტერიული წნევის მომატების, გულის იშემიური დაავადების განვითარების, იშემიური ინსულტის განვითარების, არითმიების მიზეზი, ავ ბლოკადის, ბრადიკარდიის მიზეზი.

ასევე მინდა აღვნიშნო სისხლძარღვის ენდოთელიუმის ფუნქციის დაქვეითება, რომელიც შეძლება ახლდეს თან, ობსტრუციული ძილის აპნოეს  დროს პაციენტი უმეტესად ხვრინავს და  ხდება საძილე არტერიების ვიბრირება, ენდოთელიუმის ფუნქციის დაქვეითება და ასეთ შემთხვევაში ხშირია ათეროსკლეროზული ფოლაქების განვითარება საძილე არტერიებში, რაც ხდება მიზეზი ნევროლოგიური პათოლოგიების.

და ბოლოს ყველაზე ცუდი გართულება მძიმე ობსტრუქციული აპნოეს დროს არის ლეტალობა, სიკვდილი ძილის დროს.


- რამდენად მნიშვნელოვანია ძილის ობსტრუქციული აპნოეს სკრინინგი მათთვის, ვისაც გულის დაავადებები აწუხებთ?


- არსებობს AHA ამერიკის გულის ასოციაციის სკრინინგის რეკომენდაციები ობსტრუქციული ძილის აპნოესთვის

ანუ ვის უნდა ჩაუტარდეს სკრინინგი:

  • პაციენტები რომელთაც აქვთ მკურნალობისადმი მდგრადი ან ცუდად კონტროლირებადი მაღალი არტერიული წნევა (რეზისტენტული ჰიპერტენზია)
  • პულმონური  ჰიპერტენზია
  • მორეციდივე წინაგულების ფიბრილაცია ანუ მოციმციმე არითმია კარდიოვერსიის ან აბლაციის შემდეგ
  • სკრინინგი რეკომენდებულია გულის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის
  • პაციენტები ტაქი- და ბრადიარითმიებით, გამტარებლობის დარღვევით
  • პაციენტები, რომლებსაც აქვთ სტენოკარდია, ღამით გაჩენის ტენდენციით, ანამნეზში მიოკარდიუმის ინფარქტით
  • პაციენტები კარდიოვერტერ-დეფიბრილატორით უნდა გაიგზავნონ სკრინინგზე, ამერიკის გულის ასოციაციის რეკომენდაციით.
  • მნიშვნელოვანია პაციენტებს ბარიატრიული ქირურგიის წინ ჩაუტარდეთ სკრინინგი
  • ოტო-რინო-ლარინგოლოგების მიერ დანიშნული ოპერაციების ურგენტულობის შეფასების მიზნით
  • პაციენტებს კორონარული შუნტირების დროს (გაუჩერებელ გულზე-off-pump) წინ ჩაუტარდეთ სკრინინგი, რათა თავიდან იქნეს აცილებული ოპერაციის დროს გართულებები. 

- როგორ უნდა მიხვდეს პაციენტი, რომ მას ძილის აპნოე აქვს, სიმპტომების შესახებაც რომ გვესაუბროთ?


- ძილის აპნოეზე პაციენტმა უნდა მიიტანოს ეჭვი შემდეგი ჩივილების არსებობისას:

  • აპნოეს ანუ სუნთქვის შეჩერების ეპიზოდები ძილის დროს, დადასტურებული თვითონ პაციენტის ან თვითმხილვევლის მიერ (მაგ. მეუღლის მიერ)
  • ხვრინვა (თუმცა პაციენტს აპნოეთი შეიძლება არც ქონდეს ხვრინვა)
  • მოხრჩობის, მოგუდვის შეგრძნება ღამით
  • ჭარბი ძილიანობა დღისით (მაგ. ტელევიზორის ყურებისას, წიგნის კითხვისას, კვების შემდეგ, საჭესთან ძილის მორევა, შეკრებებზე ჩაძინებისას, არსებობს პაციენტები, რომელთაც ექიმებთან კონსულტაციის, ვიზიტის დროსაც კი ეძინებათ)
  • ძილი, რომელიც ძალების აღდგენას ვერ უზრუნველყოფს (დაღლილობა გამოღვიძებისას, საერთო სისუსტე დღისით)
  • ძილის ფრაგმენტაცია (წყვეტილი ძილი)
  • ნოქტურია (ანუ ღამით გაძლიერებული შარდვა)
  • დილით თავის ტკივილი
  • კონცენტრაციის დარღვევა
  • მეხსიერების დაქვეითება
  • დაქვეითებული ლიბიდო
  • გაღიზიანებადობა

- რატომ უნდა მოვიდეს პაციენტი "ჩაფიძის გულის ცენტრში“ ძილის ობსტრუქციული აპნოეს დიაგნოსტირებისთვის?


- საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე ჩაფიძის გულის ცენტრში ვატარებთ ძილის აპნოეს სკრინინგს პორტატული აპარატ WatchPAT-ით რომელიც აღიარებულია ამერიკის ძილის მედიცინის აკადემიისა და FDI-ს მიერ და ასევე იგი არის 2020 წლის გამარჯვეული სხვა პორტატული ძილის სკრინინგის აპარატებს შორის, რომელსაც აქვს სარწმუნოება 98% სხვა აპარატებთან შედარებით.

ძილის აპნოეს სკრინინგი პორტატული აპარატით უფრო იაფია და არ საჭიროებს პაციენტის ძილის ლაბორატორიაში დატოვებას.

აპარატი ზომავს 7 პარამეტრს:

  • PAT სიგნალს

  • გულისცემის სიხშირეს

  • ოქსიმეტრიას

  • აქტიგრაფიას

  • სხეულის პოზიციას

  • ხვრინვას და გულმკერდის მოძრაობას

მას აქვს სამი საკონტაქტო წერტილი. 

PAT სიგნალის ვალიდურობა დამტკიცებულია 2017 წლის AASM ("ამერიკის ძილის მედიცინის აკადემიის") OSA კლინიკური პრაქტიკის გაიდლაინის მიერ.

არის ორგვარი აპარატი WatchPAT-ის  

  • ერთჯერადი, რომელიც თავიდან ბოლომდე ერთჯერადია და როდესაც პაციენტი გამოიყენებს გაადაგდებს აპარატს და
  • მრავლაჯერადი, რომელსც აქვს ერთჯერადი ტონომეტრი რომლის გამოცვლაც ხდება თითოეულ პაციენტზე.

აპარატს ვაპროგრამებთ თითოეულ პაციენტზე და ვატანთ ბინაზე. პაციენტი აპარატს იმაგრებს უშუალოდ ძილის წინ და იხსნის დილით. მოაქვს კლინიკაში, შემდეგ ხდება გაშიფვრა და ვაძლევთ დასკვნას.


- რაც შეეხება მკურნალობას, ამაზეც რომ მოგვახსენოთ ორიოდე სიტყვა?


- მძიმე და საშუალო (ზომიერი) ობსტრუქციული აპნოეს შემთხვევაში მკურანლობის ოქროს სტანდარტი არის CPAP (Continuous Positive Airway RESP) თერაპია, დადებითი წნევის ვენტილაციით მკურნალობა, დადებითი წნევის შექმნა სასუნთქ გზებში), მძინარე პაციენტს სპეციალური ნიღბით მიეწოდება დადებითი წნევა, რაც მას სასუნთქი გზების დახშობისგან იცავს. აღნიშნული მეთოდით მკურნალობის შედეგად მცირდება დღის ძილიანობა,  მაღლდება ცხოვრების ხარისხი, რეგულირდება არტერიული წნევა, უკეთ ემორჩილება მკურნალობას დიაბეტი,  მცირდება გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებით და ინსულტით ავადობა და სიკვდილობა.


ჩვენს კლინიკაში დავნერგეთ აუტოტირაციის მეთოდი, რომელიც აპრობირებულია ამერიკის, ისრაელისა თუ ევროპის მიერ, ვატანთ პაციენტს 7-10 დღით სპაპის აპარატს თერაპიისათვის, რომელიც ძილის დროს აკეთებს ასევე ჩანაწერს და აპარტის დაბრუნების შემდეგ ვახდენთ ინფორმაციის გადმოტანას აპარატიდან და გაშიფვრას, თუ როგორ გამოიყენა პაციენტმა აპარატი, როგორ მოირგო ნიღაბი, რა წნევით იყენებდა ჰაერის ნაკადს, ვლინდებოდა თუ არა აპნოესა და ჰიპოპნოეს ეპიზოდები, შემცირდა თუ არა აპნოე ჰიპოპნოეს ინდექსი, ვლიდებოდა თუ არა ცენტრალური აპნოეს ეპიზოდები, რითაც ვადგენთ მკურანლობის ეფექტურობას და ვაძლევთ პაციენტს რეკომენდაციას აპარატის, ნიღბის გამოყენებისა, თუ სხვა რეჟიმის შერჩევის, მკურნალობის სხვა მეთოდის თაობაზე.

მინდა აღვნიშნო რომ მძიმე ობსტრუქციული აპნოეს დროს  მედიკამენტური მკურნალობა უეფექტოა. ამ ყველაფერთან ერთად, აუცილებელია ცხოვრების წესის მოწესრიგება, ჭარბი წონის დაკლება, ფიზიკური ვარჯიში, ალკოჰოლის, საძილე საშუალებების მიღებისგან თავის შეკავება.


- დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევაში რა გართულებებს ვაწყდებით?


- დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევებში შესაძლებელია განვითრდეს:
  • გულის იშემიური დაავადება; მიოკარდიუმის ინფარქტი
  • ინსულტი
  • ტაქი თუ ბრადი არითმიები, მოციმციმე არითმია
  • აბლაციის შემთხვევაში თუ პაციენტს აქვს ობსტრუქციული აპნოე, შესაძლებელია კვლავ დაემართოს პაციენტს არითმია
  • გამტარებლობის დარღვევა, ავ ბლოკადა, ბრადიკარდია
  • მეტაბოლური დარღვევები, შაქრიანი დიაბეტი, სიმსუქნე, ჭარბი წონა
  • აუტოსაგზაო შემთხვევები
  • გართულებები ბარიატრიული თუ სხვა ქირურგიის დროს
  • და ბოლოს ლეტალობა ძილის დროს, რომლის მიზეზიც 70% შემთხვევებში არის  ძილის აპნოე

დაგვიმეგობრდით

trance