ერთი სიცოცხლის გადამრჩენელი გმირია, ათასის ექთანი“ – 12 მაისი ექთნების საერთაშორისო დღეა!

ერთი სიცოცხლის გადამრჩენელი გმირია, ათასის ექთანი“ – 12 მაისი ექთნების საერთაშორისო დღეა!

12 მაისს, მსოფლიო ექთნების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. 2024 წლის ამ დღის სლოგანია - "ჩვენი ექთნები. Ჩვენი მომავალი. ზრუნვის ეკონომიკური ძალა!”

ამ დღის აღნიშვნამ და ექთნების დაფასებამ კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა და აქტუალობა კოვიდ-პანდემიის შემდეგ შეიძინა. პანდემიის პერიოდმა ყველაზე ნათლად აჩვენა საექთნო პროფესიის მნიშვნელობა.

ექთნების პროფესიული დღე 1974 წლიდან აღინიშნება. ეს დღე ექთნების საერთაშორისო საბჭომ (ICN) ფლორენს ნაითინგელის დაბადების დღესთან დაკავშირებით შეარჩია.

მცირედი ისტორიიდან: მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში, მდიდარ ოჯახში დაბადებულმა, ბრწყინვალე განათლების მქონე ახალგაზრდა ქალმა უარი თქვა მაღალი წრის უზრუნველ ცხოვრებაზე და მიუხედავად ოჯახის წინააღმდეგობისა, მედდის იმხანად არცთუ პრესტიჟული პროფესია აირჩია. ყირიმის ომის დროს მან უდიდესი როლი შეასრულა დაჭრილი ჯარისკაცების ორგანიზებული მოვლის სისტემის ჩამოყალიბებაში. ის ზედმიწევნით იცავდა ჰიგიენის წესებს და თავის თანაშემწეებსაც ხელების ხშირად დაბანას აიძულებდა, რისი წყალობითაც სიკვდილიანობამ 42-დან 2 პროცენტამდე იკლო. 1860 წელს ფლორენს ნაიტინგეილმა ლონდონში, წმ. თომასის სახელობის საავადმყოფოში, ექთნებისთვის პირველი სკოლა გახსნა. დღეს ინგლისელი მედდის ღვაწლი სათანადოდ არის დაფასებული: დამწყები ექთნები "ნაიტინგეილის ფიცს“ დებენ, ხოლო მისი სახელობის მედალი მედდის უმაღლესი ჯილდოა.

“ჩაფიძის გულის ცენტრი“ ყველა ექთანს ულოცავს ექთნის საერთაშორისო დღეს. მადლობა ზრუნვისა და თავგანწირვისთვის!

დაგვიმეგობრდით

trance