ალექსანდრე მეტრეველის სახელობის საჩოგბურთო კორტებზე ტრადიციული ტურნირი “ჩაფიძის თასი 2024

ალექსანდრე მეტრეველის სახელობის საჩოგბურთო კორტებზე ტრადიციული ტურნირი “ჩაფიძის თასი 2024 " დასრულდა

ალექსანდრე მეტრეველის სახელობის საჩოგბურთო კორტებზე დასრულადა ტრადიციული ტურნირი “ჩაფიძის თასი 2024”. ტურნიტის ფარგლებში გაიმართა შეჯიბრი ერთეულთა შორის, ასევე ჩატარდა პირველ წრეში წაგებულთა შორის დამატებითი ტურნირი.

ტურნირზე ადგილები ასე გადანაწილდა:

I  ადგილი - ზვიად კალმახელიძე
II ადგილი - სანდრო ხოჭოლავა
III ადგილი - სანდრო მაღლაკელიძე


გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ თასებით, მედლებით, სიგელებით  და ფულადი ჯილდოთი.

ტურნირში ჩაფიძის გულის ცენტრის სახელით ასაპრეზობდნენ კარდიო-რეანიმაციის მიმართულების ხელმძღვანელი ვლადიმერ გურუშიძე და ინტერვენციული მედიცინის  დეპარტამენტის ინტერვენციული კარდიოლოგი ივანე ხოჭოლავა.

ზვიად კალმახელიძე, მოყვარული ჩოგბურთელი: "მესამე წელია ამ ტურნირში ვიღებ მონაწილეობას და სამივეჯერ პირველი ადგილი დავიკავე. მსგავსი ტურნირები ძალიან უწყობს ხელს მოყვარული ჩოგბურთელების დაახლოებას. ერთი ოჯახივით ვართ, არის ბრძოლა კორტებზე, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ შორის არის, ასევე, დიდი ურთიერთპატივისცემა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩაფიძის გულის ცენტრს, ალექსანდრე მეტრეველის სახელობის საჩოგბურთო კორტების ადმინისტრაციას და ფედერაცია "ქართული ჩოგბურთს, ასეთი მაღალი დონის ტურნირისთვის."

გიორგი კახიანი, მოყვარული ჩოგბურთელი, პარლამენტის წევრი: 
"ყოველწლიურად ვცდილობ მივიღო მონაწილეობა აღნიშნულ ტურნირში და ვხედავ, რომ წლიდან წლამდე იზრდება მონაწილეთა ინტერესი ტურნირის მიმართ. ეს გახლავთ ორგანიზატორების დიდი დამსახურება. მადლობა ვუხდი ჩაფიძის გულის ცენტრს და ყველა ორგანიზატორს ამ შესანიშნავი ტურნირისთვის!"

მირიან ანდრიაძე, ფედერაცია "ქართული ჩოგბურთის“ პრეზიდენტი: "ქალბატონ გულიკო ჩაფიძის თასის გათამაშების სამოყვარულო საჩოგბურთო ტურნირი ჩვენი ფედერაციისთვის და საჩოგბურთო საზოგადოებისთვის არის ძალზე მნიშვნელოვანი აქტივობა. ტურნირი გამორჩეულია მონაწილეთა რაოდენობით, ხარისხით და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მხრივ. მადლობას ვუხდი ყველა ორგანიზატორს და მონაწილეს.“

ტურნირი 3 დღის მანძილზე მიმდინარეობდა, 17 მაისს დაიწყო და 19 მაისს დასრულდა.

დაგვიმეგობრდით

trance