ქალთა საერთაშორისო ასოციაციის სტუმრობა ჩაფიძის გულის ცენტრში

ქალთა საერთაშორისო ასოციაციის სტუმრობა ჩაფიძის გულის ცენტრში

2016 წლის 9 ნოემბერს აკად. გ. ჩაფიძის სახ.  გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს ესტუმრა ქალთა საერთაშორისო ასოციაცია, რომელიც აერთიანებს წარმატებულ საქმიან ქალებს და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატების მეუღლეებს. ქალთა საერთაშორისო ასოციაცია  არის არასმთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს მრავალ საქველმოქმედო  პროექტს. სტუმრებმა დაათვალიერეს კლინიკა, გაეცნენ ცენტრში მიმდინარე დიაგნოსტიკურ და სამკურნალო პროცესებს. აკად. გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრსა და ქალთა საერთაშორისო ასოციაციას შორის დაიდო შეთანხმება სამომავლო საქველმოქმედო ღონისძიებების ერთობლივად ჩატარების შესახებ.

დაგვიმეგობრდით

trance