ეს მეთოდი მთელ კავკასიაში პირველად ჩაფიძის კლინიკაში დაინერგა!

ეს მეთოდი მთელ კავკასიაში პირველად ჩაფიძის კლინიკაში დაინერგა!

გთავაზობთ გაზეთ "ასავალ-დასავალში" გამოქვეყნებულ ინტერვიუს (მეორე ნაწილს), აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიური ცენტრის პულმონოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, პროფესორ თამაზ მაღლაკელიძესთან.

თამაზ მაღლაკელიძე. პროფესორი, საქართველოს რესპირაციული ასოციაციის პრეზიდენტი, ჩაფიძის ცენტრის პულმონოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი:

 – გული და ფილტვები გულმკერდის ღრუში მდებარეობენ და მათი ფუნქციებიც ერთმანეთთან არის გადაჯაჭვული. ამიტომ ძირითადი გართულებები, რაც გულის სნეულებებს ახლავს, სწორედ ფილტვებში ვლინდება. ჩვენს განყოფილებაში ხვდებიან ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებით, პნევმონიებით, ფილტვების ინტესტიციალური დაავადებებით, თრომბოემბოლიით, რესპირატორული სისტემის, სუნთქვის უკმარისობით სნეული პაციენტები. ეს დაავადებები დამოუკიდებლად არ არსებობენ. ისინი გულის სნეულებათა თანამგზავრები არიან.
 
 – რომელია მათ შორის ყველაზე გავრცელებული დაავადება?

 – ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, რომლის გამოც მსოფლიოშო 365 მილიონი ადამიანი იტანჯება. გასაგებად რომ განვმარტო, ეს არის ფილტვების ქრონიკული ანთებითი დაავადება, რომელიც ჰაერგამტარი გზების ნაწილობრივი ან სრული დახშობით მიმდინარეობს. მისი გამოხატული სიმპტომებია ხველება ნახველის გამოყოფით, ქოშინი, ფიზიკური აქტივობის შეფერხება და ხშირი გამწვავებები, ანუ ახალგაზრდა ადამიანს მცირე ფიზიკური აქტივობისთანავე ქოშინი და ხველა ეწყება. ეს საკმაოდ ვერაგი დაავადებაა, რომელსაც სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი ახასიათებს. მსოფლიოში ამ დაავადებასთან საბრძოლველად ყოველწლიურად 2,1 ტრილიონი დოლარი იხარჯება.

 – როგორ იწყება ეს დაავადება?

 – დაავადების გამოვლინებამდე, რასაც პაციენტი ექიმთან მიჰყავს, შეიძლება 10-15 წელი გავიდეს. ამ დროისათვის დაავადება უკვე ჩამოყალიბებულია და დახმარების არსი იმაშიღა მდგომარეობს, რომ გამწვავებები ავირიდოთ. დაავადება გარემო ფაქტორებით არის გამოწვეული, თუმცა, მთავარი როლი მაინც სიგარეტს უკავშირდება. ბრონქიალური ასთმისგან განსხვავებით, ფილტვის ობსტრუქციული დაავადების დროს ჰაერგამტარ გზებთან ერთად ფილტვის ქსოვილი (კარენქიმა) და სისხლძარღებიც არის ჩართული, ანუ სასუნთქი გზების მთელი სტრუქტურა. არაუდობდნენ, რომ 2025 წლისთვის ეს დაავადება მესამე ადგილზე იქნებოდა მსოფლიოში სიკვდილიანობის მაჩვენებლით, მაგრამ რიგ ქვეყნებში, მათ შორის აშშ-ში, უკვე დაიკავა პირველი ადგილი! სიგარეტთან ერთად ამ ვერაგ სენს ხელს უწყობს გამონაბოლქვები და ეკოლოგიური პრობლემები. ხშირად ეს სენი ისეთ ადამიანებს ემართებათ, რომელთა დედები ფეხმძიმობის პერიოდში სიგარეტს ეწეოდნენ. ეს დაავადება ითრევს გულ-სისხლძარღვთა და ენდოკრინულ სისტემებს, იწვევს შაქრიან დიაბეტს, სიმსუქნეს, ასევე, ქვემო სასუნთქი გზების ინფექციებს – პნევმონიების ჩათვლთ.

 – მკურნალობა როგორ ხდება?  
 
 – პირველ რიგში, უნდა მოხდეს ზუსტი დიაგნოსტიკა, რომელიც მოიცავს რენტგენოდიაგნოსტიკას, კომპიუტერულ ტომოგრაფიას, სპირომეტრიას, ფუნქციონალური მაჩვენებლების შეფასებას, გარეგანი სუნთქვის გამოკვლევას, ამოსუნთქულ ჰაერში CO-ს და NO-ს განსაზღვრას. ამის შემდეგ პაციენტებს ენიშნებათ ბრონქოგამაფართოებელი საშუალებები. თუ პაციენტს უჭირს სუნთქვა და ფიზიკური აქტივობა, აქვს ჰაერის უკმარისობა და ტემპერატურა, თუ იმატებს ნახველის რაოდენობა და ნახველი მომწვანო-მოყვითალო ხდება, ვურჩევ, დაუყოვნებლივ მოგვმართოს!  ფილტვის ობსტრუქციული დაავადების მკუნრალობა გაცილებით ადვილია, ვიდრე აშკარად გამოიკვეთბა მისი კლასიკური სიმპტომები! ჩვენს განყოფილებაში მუშაობს 2 ახალგაზრდა ექიმი - ნინო გოგინაშვილი და ელენე ხურციძე, რომლებიც საერთაშორისო ჰაიდლაინებით ხელმძღვანელობენ.  
                                                                                                                                                               ნინო გოგინაშვილი

პაციენტებს ვთავაზობთ გადაუდებელი მედიცინის კურსს, რომელიც პირველი 24 საათის განმავლობაში მძიმე ავადმყოფების მდგომარეობის მართვას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ ეს მეთოდი მთელ კავკასიაში პირველად, სწორედ ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში დაინერგა.
                                                                                                                                                          ელენე ხურციძე



ესაუბრა ზაზა დავითაია

 

დაგვიმეგობრდით

trance