Workshop:

Workshop: "ენდოვასკულარული პროცედურები, ახალი ტექნოლოგიები და შედეგები"

კომპანია "Medtronic"-ის და საქართველოს ანგიოლოგთა ასოციაციის ერთობლივი ინიციატივით, 29-30 ნოემბერს აკად. გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელ კარდიოლოგიის ცენტრში ჩატარდა workshop თემაზე - "ენდოვასკულარული პროცედურები, ახალი ტექნოლოგიები ბარძაყის არტერიის დაზიანებების მკურნალობისთვის", ვინაიდან, ბარძაყის არტერიის დაზიანება ყველაზე უფრო ხშირია ქვემო კიდურების იშემიის გამომწვევ მიზეზებში.

Workshop-ს ხელმძღვანელობდნენ ქართველი და იტალიელი პროფესორები, ზაზა ლაზარაშვილი და ანტონიო მიკარი. მათ მიერ წარმოდგენილი იქნა 3 პრეზენტაცია, რომელიც მოიცავდა ამ დაავადების მკურნალობის თანამედროვე პროტოკოლის ძირითად ასპექტებს და სხვადასხვა მაღალტექნოლოგიური საშუალებების გამოყენების ჩვენებებსა და ეფექტურობას.

Workshop-ის მიმდინარეობისას გამოყენებულ იქნა თანამედროვე სასწავლო მეთოდები. ჩატარდა ორი ოპერაცია და მოხდა მათი პირდაპირი ტრანსლაცია მსმენელთათვის. ასევე, საინტერესო შემთხვევების რეტროსპექტული განხილვა და ექიმთა დახელოვნება უახლესი მოდელის სიმულატორის (Simbionix) მეშვეობით.
 
 
Workshop-ს ესწრებოდა 30 მსმენელი (საქართველოდან, ბელორუსიიდან, უკრაინიდან.)

პროფესორი ზაზა ლაზარაშვილი: "კომპანია "Medtronic" არის ლიდერი ქვემო კიდურების ქრონიკული იშემიის მკურნალობის მიმართულებით და უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ასეთი მასშტაბური ღონისძიება პირველად ჩვენს რეგიონში, სწორედ ჩაფიძის კლინიკაში ჩატარდა. მონაწილეებმა თავად აღნიშნეს, რომ მათთვის მნიშვნელოვანი იყო თემის დეტალური განხილვა და უდიდესი გამოცდილება მიიღეს."


დამატებითი ფოტომასალა იხილეთ ბმულზე ​http://chapidze.ge/photogallery/122-workshop-.html​​​

დაგვიმეგობრდით

trance