აკად. გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში მოდულური სწავლების პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს

აკად. გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში მოდულური სწავლების პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს

2016 წლის 23 დეკემბერს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში“ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა პროფესიული რეფორმის მნიშვნელოვანი ეტაპის შედეგების შეჯამების, არსებულ გამოწვევებზე რეაგირების და რეფორმის სამომავლო ნაბიჯების განხილვის მიზნით შეხვედრა გამართა იმ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებთან, რომლებიც მოდულურ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხნენ.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები.

შეხვედრის ბოლოს პროფესიული მოდულური საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვნენ წარმატებული პედაგოგები. მათ შორის, ჩაფიძის კლინიკის მთავარი ექთანი - ქეთევან გარსევანიშვილი,  რომელიც უკვე მეორე წელია კლინიკის ტერიტორიაზე მოდულური სწავლების პროგრამას ხელმძღვანელობს. შეხვედრაზე პრეზენტაციით წარსდგა მარიამ დემეტრაშვილი, სტუდენტი რომელმაც სწავლება აკად. გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში  გაიარა. მან ისაუბრა იდილიურ სასწავლო გარემოზე და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების ბრწყინვალე მეთოდებზე.

ვულოცავთ ქალბატონ ქეთევანს ამ აღიარებას და ვუსურვებთ კიდევ უფრო დიდ წარმატებებს.


 

დაგვიმეგობრდით

trance