გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!

გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!

   და აი, მიიწურა 2016 წელიც...
   ერთი წელიწადი, 12 თვე, 52 კვირა, 365 დღე და ღამე...
   თითოეული მათგანი იყო თავდაუზოგავი ბრძოლა 25 000 მდე პაციენტის ჯანმრთელობისა და ხშირად სიცოცხლისათვის, რასაც ცენტრის 400-მდე თანამშრომელი შეთანხმებულად და უმაღლესი სტანდარტებით ახორციელებდა.
   2016 წლის ნოემბერში, გერმანული აუდიტორული კომპანია “KTQ”-ს ექსპერთა ჯგუფის მიერ  ოფიციალურად დადასტურდა რომ ჩვენი კლინიკის პაციენტებს ისეთივე ხარისხის სამედიცინო მომსახურებას ვთავაზობთ, როგორსაც ევროპის წამყვანი კლინიკები.  ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება, რადგან მიღწეული ხარისხის შენარჩუნება და მისი მუდმივი გაუმჯობესება ჩვენი მთავარი საზრუნავია.

   კად. გ ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ყველა თანამშრომლის სახელით გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს და გისურვებთ ჯანმრთელობას!
   2017 წელი ყოფილიყოს წარმატების და ბედნიერების მომტანი როგორც ქვეყნისთვის, ასევე თქვენი ოჯახებისთვის!


                                                               

                                                                                                                  აღმასრულებელი დირექტორი
                                                                                                                                რევაზ ჯორბენაძე

 

დაგვიმეგობრდით

trance