2016 წლის სამედიცინო სტატისტიკა

2016 წლის სამედიცინო სტატისტიკა

2017 წლის13 იანვარს აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელიკარდიოლოგიის ცენტრში განხილულ იქნა 2016 წლის მუშაობის შედეგები ("სამედიცინო სტატისტიკა და სტაციონარის დოკუმენტაცია“ მომხსენებელი მანანა დონჯაშვილი, ხარისხის მართვის დეპარტამენტი)

მსგავსი ღონისძიება ჩაფიძის გულის ცენტრში ყოველწლიურად იმართება, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია კლინიკის ეფექტიანი მუშაობისთვის
; გამოიკვეთა 2016 წლის წარმატებული ნაბიჯები და 2017 წლის გამოწვევები. საბოლოოდ, მოხსენებამ პოზიტიური მუხტი მისცა ჩაფიძის გულის ცენტრის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს, რადგან:

2016 წელს ჩაფიძის გულის ცენტრმა  სამედიცინო მომსახურება გაუწია 25 074 ადამიანს.

ჩატარდა 744 ოპერაცია (მათ შორის 700-მდე გულზე)

კორონაროგრაფიების რაოდენობა 2015 წელთან შედარებით 11%-ით გაიზარდა და შეადგინა 2853.

ლეტალობა 2015 წელთან შედარებით 0.1 %-ით, ხოლო 2000 წელთნ 2.5 %-ით შემცირდა.

2016 წელს მარცხენა პარკუჭოვანი მწვავე უკმარისობით განპირობებული ლეტალობა სრულიად საქართველოში 2,5%, მხოლოდ თბილისში 1.7%, ჩაფიძის გულის ცენტრში კი 1.4% იყო.

მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტით განპირობებული ლეტალობა 2016 წელს  სრულიად საქართველოში და მხოლოდ თბილისშიც  5.3 %, ჩაფიძის გულის ცენტრში 4.3 % იყო.
 
სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებებით გამოწვეული ლეტალობა 2015 წელს საქართველოს სტაციონარებში 5% იყო. ჩაფიძის გულის ცენტრში - 1.1%.

საინტერესო ფაქტები:

ბოლო წლების განმავლობაში მამაკაც პაციენტთა რაოდენობა  თითქმის  2 ჯერ აღემატება ქალბატონ პაციენტთა რაოდენობას.

2016 წელს ჩაფიძის გულის ცენტრს პაციენტები (უცხო ქვეყნებს შორის) ყველაზე ხშირად სომხეთიდანესტუმრნენ.

2016 წელს ჩაფიძის გულის ცენტრმა სამედიცინო მომსახურება გაუწია 123 პაციენტს აფხაზეთიდან.



2016 წლის სტატისტიკა სრულად იხილეთ ბმულზე > 2016 [429,12 Kb]

დაგვიმეგობრდით

trance