ჩაფიძის გულის ცენტრსა და დიაბეტის კვლევის ეროვნულ ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ჩაფიძის გულის ცენტრსა და დიაბეტის კვლევის ეროვნულ ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა

2017 წლის 17 იანვარს აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრსა და დიაბეტის კვლევის ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის მიზანია ერთობლივი საქმიანობით შეიქმნას კვალიფიციური ექიმებით დაკომპლექტებული კლინიკური ალიანსი-გაერთიანება, სადაც მოხდება კარდიოლოგიასთან, ანგიოლოგიასთან/სისხლძარღვთა ქირურგიასთან, კარდიოქირურგიასთან, ენდოკრინულ-მეტაბოლურ პათოლოგიებთან დაკავშირებული, საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებული პრევენციის, დიაგნოსტიკის, მკურნალობის და რეაბილიტაციის უახლესი მეთოდების დანერგვა.
მხარეთა საქმიანობა ხელს შეუწყობს ამ მიმართულებებით სამედიცინო პერსონალის პროფესიულ ზრდას, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

მემორანდუმის გაფორმებამდე დიაბეტის კვლევის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა რამაზ ყურაშვილმა წაიკითხა მოხსენება თემაზე "შაქრიანი დიაბეტი. 
XXI საუკუნის ჯანდაცვის პრობლემა. რისკის ფაქტორებიდან გლობალურ ეპიდემიამდე."


დაგვიმეგობრდით

trance