საქველმოქმედო აქცია

საქველმოქმედო აქცია "ჩაფიძის გულის ცენტრი თქვენი გულისთვის"

აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის  ცენტრის თანამშრომლები პერმამენტულად საქველმოქმედო  აქცია "ჩაფიძის გულის ცენტრი თქვენი გულისთვის“ ფარგლებში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში ადგილობრივ მოსახლეობას სამედიცინო გამოკვლევებსა და კარდიოლოგის კონსულტაციას უფასოდ სთავაზობს.

საქველმოქმედო  აქციები ჩაფიძის გულის ცენტრის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის (უფროსი - კახა ბეგაშვილი) და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება.

2016 წლის ზაფხულიდან მოყოლებული  საქველმოქმედო აქციები ჩატარდა თელავში, შუახევში, წალენჯიხაში, ზესტაფონში, ქობულეთში, დედოფლისწყაროში, წნორში, ზუგდიდში, თიანეთში, სართიჭალაში, საგარეჯოში, დუშეთში, ბორჯომში, რუსთავში და ბოლოს, 6 თებერვალს ცენტრის თანამშროლმები იყვნენ მცხეთის რაიონში, სადაც ადგილობრივმა თემის საკრებულომ აქციას "საჩუქარი მოსახლეობას“ უწოდა

 
სულ, აქციების ფარგლებში გასინჯულია 2500-ზე მეტი პაციენტი.

 
ცენტრის წამყვანმა სპეციალისტებმა მათ  საჭირო რეკომენდაციები მისცეს.  გარკვეულმა ნაწილმა კი ჩაფიძის გულის ცენტრი სტაციონარში გააგრძელა მკურნალობა.



აქტივობა:  აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ასოცირდება მაღალ ხარისხთან. ბუნებრივია მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალის და აქციის საქველმოქმედო ხასიათიდან გამომდინარე აბსოლუტურად ყველა რეგიონში ჩაფიძის გულის ცენტრის თანამშრომლების დროებით საკონსულტაციო ოთახებთან (ადგილობრივ პოლიკლინიკაში თუ გამგეობის შენობაში...) მოსახლეობის დიდი რაოდენობა იყრის თავს.

   

რიორიტეტი: აქციის პრიორიტეტია  მოწყვლადი ჯგუფები და იძულებით გადაადგილებული პირები, რადგან  მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ მხარში დგომა. ჩაფიძის გულის ცენტრსა და აფხაზეთის ა/რ მთავრობას შორის მჭიდრო თანამშრომლობამ უკვე სისტემატიური სახე მიიღო. სამეგრელოში, იძულებით გადაადგილებულ პირთა სამედიცინო გასინჯვებს მონიტორინგს აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბარაკაძე პირადად უწევდა.

   
მიზანი: აქციის მიზანია  ქვეყნის ყველა რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, მათი სამოქალაქო ცხოვრებაში სრულყოფილი აქტივობის შესაძლებლობის უზრუნველყოფა, რაც ქვეყნის ეკონომიკაზეც დადებითად აისახება.

სწორედ ამიტომ, აქციას არ აქვს ერთჯერადი ხასიათი და ის მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება.






დამატებითი ფოტომასალა იხ. http://chapidze.ge/photogallery/162--.html



დაგვიმეგობრდით

trance