
პირველი დღე გაცნობითი ხასიათის იყო. მათ მასპინძლობას ჩაფიძის გულის ცენტრის მთავარი ექთანი, ქეთევან გარსევანიშვილი უწევდა. სტუმრებმა დაათვალიერეს ცენტრის ინფრასტრუქტურა. შეხვდნენ დეპარტამენტების უფროსებს და უფროს ექთნებს. გაეცნენ ექთნების მუშაობასთან დაკავშირებულ საკითხებს.

შემდეგი ორი დღის განმავლობაში სტუდენტებმა იმუშავეს ჩაფიძის გულის ცენტრის ექთნებთან ერთად სხვადასხვა განყოფილებებში.

მეოთხე დღეს, გამოსამშვიდობელ შეხვედრაზე ამერიკელმა სტუდენტებმა ისაუბრეს მშობლიური და ქართული საექთნო სკოლების მსგავსებებსა და განსხვავებებზე. ჩაფიძის გულის ცენტრის ექთნებს კი დიდი მადლობა გადაუხადეს გულთბილი დახვედრისა და თანამშრომლობისთვის.
"ძალიან მოხიბლულები ვართ ჩაფიძის გულის ცენტრით და იმით, თუ როგორ ზრუნავთ პაციენტებზე. გყავთ ძალიან კარგი ექთნები, რომლებიც ზრუნავენ პაციენტებზე და ისინიც ბედნიერები არიან, ეტყობათ, რომ გენდობიან და ამიტომ ირჩევენ თქვენს საავადმყოფოს. ძალიან მაღალი დონის სერვისი გაქვთ, გმადლობთ"