საქველმოქმედო აქციები გრძელდება

საქველმოქმედო აქციები გრძელდება

აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის  საქველმოქმედო აქცია "ჩაფიძის გულის ცენტრი თქვენი გულისთვის" გრძელდება. ამჯერად, 2017 წლის 18 თებერვალს ცენტრის ექიმები ქ. დუშეთში იმყოფებოდნენ, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას კარდიოლოგის და დერმატოლოგის კონსულტაცია, ასევე გამოკვლევები: კარიდოგრაფია და კარდიო-ექოსკოპია სრულიად უფასოდ ჩაუტარეს.

სამედიცინო პერსონალის მაღალი კვალიფიკაციისა და აქციის საქველმოქმედო ხასიათიდან გამომდინარე, დაინტერსდა მოსახლეობის დიდი რაოდენობა; ადგილზე მისულმა მოქალაქეებმა უფასო გამოკვლევებით ისარგებლეს და ცენტრის წამყვანი სპეციალისტებისაგან საჭირო რეკომენდაციები მიიღეს. 
მნიშვნელოვანია, რომ აქცია - "ჩაფიძის გულის ცენტრი თქვენი გულისთვის'' არ არის ერთჯერადი ხასიათის, ცენტრის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტისა და მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლების მჭიდრო თანამშრომლობით, აქციები პერმანენტულად ტარდება ქვეყნის სხვდასხვა რეგიონებში.








დაგვიმეგობრდით

trance