ტრანსპლანტაციის საერთაშორისო ქსელის (ITN) ტექნიკური ჯგუფი საქართველოში

ტრანსპლანტაციის საერთაშორისო ქსელის (ITN) ტექნიკური ჯგუფი საქართველოში


ტრანსპლანტაციის საერთაშორისო ქსელის (ITN)  მიზანია ჩამოყალიბდეს საერთაშორისო თანამშრომლობა და  გრძელვადიან პერსპექტივაში მდგრადი ტექნიკური  დახმარება გაუწიოს  განვითარებად ქვეყნებს, რათა შეიქმნას დონაციისა და ტრანსპლანტაციის სისტემა და/ან განავითაროს და გააძლიეროს არსებული მოდელი.  

პროექტი შეიქმნა სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივით და სახელმწიფოს მხარდაჭერით.  ის  წარმოადგენს პლატფორმას, რომელიც აერთიანებს უნივერსიტეტებსა და პროფესიულ არასამთავრობო ორგანიზაციებს.
 
ITN – ს კოორდინაციას უწევს თურქეთის ტრანსპლანტაციის ფონდი.


2015 წელს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტროც ჩართული იყო ITN – ს საქმიანობაში. ჯანდაცვის სფეროს და მედიის წარმომადგენლები  საქართველოდან ესწრებდნენ ITN – ს ფარგლებში გამართულ ვორქშოპებს, კურსებს და კონგრესებს.

სასწავლო ვიზიტები ITN – ს წევრ ქვეყნებში  2015 წლიდან ტარდება.

ტრანსპლანტაცია არის საუკეთესო მკურნალობის საშუალება დაახლოებით ერთი მილიონი  ადამიანისთვის, რომლებიც მომლოდინეთა სიაში იმყოფებიან საკუთარი ორგანოების უკმარისობის გამო. ორგანოების გადანერგვა დღემდე ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს სამედიცინო სფეროში. ყოველ წელს ასე ათასზე  მეტი პაციენტი ელოდება ორგანოს გადანერგვას  და ეს ხდება არა იმ მიზეზით რომ შესაფერის ორგანოს მოძიება ვერ ხერხდება, არამედ იმის გამო რომ აღნიშნული სერვისი ძალიან ბევრ ქვეყანაში არ არის ხელმისაწვდომი. ქვეყნები, ერთის მხრივ, ცდილობენ რომ გაზარდონ დონორების რიცხვი, მეორეს მხრივ კი გააუმჯობესონ გადანერგვის პრაქტიკა, რათა უფრო მეტ პაციენტს მიეცეს უკეთესი ცხოვრების საშუალება.

იმისათვის რომ ჩამოყალიბდეს ტრანპლანტაციის და დონაციის მყარი სისტემა, საჭიროა ძალიან დახვეწილი მოდელის შექნმა, ეს პროცესიკი მხოლოდ სამედიცინო ასპექტებით არ შემოიფარგლება,  ის გაცილებით მეტ კომპონენტს მოიცავს. მათ შორის არის: ეთიკური, სამართლებრივი, ფსიქოსოციალური, კულტურული, ეკონომიკური და რელიგიური საკითხები, რომელიც მოითხოვს როგორც სამოქალაქო/კერძო, ისე სახელმწიფოს ჩართულობას.

2017 წლის თებერვალში ტექნიკური ჯგუფი იმყოფება თბილისში, ითვალისწინებს რა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის გადანერგვის საბჭოს თხოვნას, საქართველოში შეიქმნას ტრანსპლანტაციის პროგრამა და HLA ლაბორატორია.

გარდა სამინისტროს წარმომადგენლებისა,  ITN – ს ტექნიკური ჯგუფი შეხვედრებს მართავს მედიცინის წამყვან წარმომადგენლებთან საქართველოში.  27 თებერვალს ისინი იმყოფებოდნენ აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში, სადაც ცენტრის ხელმძღვანელობასთნ ერთად დასახეს ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო გეგმები.


აღნიშნული შეხვედრა აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან  ცენტრში ამ მიმართულებით მუშაობა ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო:

გასული წლის 23 დეკემბერს, აკად. გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში გაიმართა გულის უკმარისობის მკურნალობის მდგომარეობისა და სამომავლო პერსპექტივებისადმი მიძღვნილი შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია და საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი გია თომაძე. ცენტრის წამყვანმა სპეციალისტებმა ისაუბრეს გულის უკმარისობის მკურნალობის თანამედროვე ტექნოლოგიებზე და მათ საქართველოში დანერგვის პერსპექტივებზე. შეხვედრაზე მნიშვნელოვანი დრო დაეთმო საქართველოში გულის გადანერგვის პერსპექტივას. ჩაფიძის გულის ცენტრს განზრახული აქვს საკუთარი წვლილი შეიტანოს ამ საქმეში.
შეხვედრის ბოლოს, მონაწილეებს ვრცელი სიტყვით მიმართა მინისტრის მოადგილემ. მან ხაზი გაუსვა გულის გადანერგვის მნიშვნელობას ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის პრესტიჟის გაზრდაში და მოიყვანა ბელორუსიის მაგალითი, სადაც ამგვარი ოპერაციები წარმატებით ხორციელდება.  "ჩაფიძის გულის ცენტრმა ძალიან მნიშვნელოვანი საქმე წამოიწყო, ჩვენ ვენდობით მას და მზად ვართ მხარდაჭერისთვის“ - განაცხადა ვალერი კვარაცხელიამ. 

დაგვიმეგობრდით

trance